შაბათი , იანვარი 21 2017
15934427_1342435805787227_56288132_n

2016. 01. 09. არ მიხვალ და ნუ მიხვალ, ამხანაგო ბობოხიძევ, ამ ჩემ ფეხებს!

 277 ნახვა

ამერიკის ელჩი, იან კელი შეშფოთებულია ნიკა გვარამიას ცემის გამო და აცხადებს, ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებითო. არსებობს ეჭვი, რომ ამერიკის საელჩოს თანამშრომლები გვარამიას ცემის პროცესშიც აკვირდებოდნენ. ეგ არი მაგათი ხელობა, ფულს მაგაში იღებენ. თუმცა უბრალო თუ ბრალიანი ადამიანების წამება-მკვლელობებს ადრე, სააკაშვილის ზეობის ხანაში არ აკვირდებოდნენ, უბრალოდ ეკიდათ!

 

9 იანვარს თბილისს ისრაელის პრეზიდენტი, რუვენ რივლინი ეწვია. მან ყველა ფორმალობა დაიცვა და განგვანათლა, რომ მსოფლიოში ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს:

“დღეს საქართველოში ვიმყოფები, რათა ქართულ მხარესთან ერთად აღვნიშნო საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი. ორ ქვეყანას შორის მეგობრობა კიდევ უფრო შორიდან მოდის. ჩემი ვიზიტის დროს მე ველოდები, რომ უფრო მეტს შევიმეცნებ თქვენი ქვეყნის შესახებ და როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაღრმავოთ მეგობრობა და თანამშრომლობა. ვაფასებ იმ დისკუსიებს, რომელიც გვქონდა დღეს დილით და მოუთმენლად ველოდები დანარჩენ შეხვედრებს. ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ ერთობლივი მუშაობის წყალობით და მჯერა, რომ მეტის მიღწევა შეგვიძლია. გილოცავთ, რომ თქვენ ჩამოაყალიბეთ ახალი მთავრობა. მე მჯერა, რომ ეს არის კარგი დრო, კიდევ უფრო დავაახლოვოთ ჩვენი ეკონომიკები და სამრეწველო პოტენციალი, ასევე გავაღრმავოთ კავშირები ჩვენს ერებს შორის”.

ძალიან კარგია, ისრაელის პრეზიდენტმა მადლობა გადაგვიხადა, თავი სახლში რომ მაგრძნობინეთო. ესეც კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ისრაელს რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა და პირიქით, რაც არის, ისიც არ გაემკაცრებინა. ვთქვათ, სიმართლე, ჩვენ ვერ ვგრძნობთ თავს შინაურულად ისრაელში, ანუ სახლში. მეტიც, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თუ როგორ უდიერად და აგრესიულად ექცევიან ჩვენს მოქალაქეებს.

 

“ნაციონალებში” სიტუაცია უკიდურესად დამძიმდა, მალე ერთმანეთის დედების გინებაზე გადავლენ. დილით სიტყვიერად ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. ნიკა მელიამ თანაფრაქციელები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. მან ისიც განაცხადა, რომ ისინი ბავშვებივით უჯერებენ გიგა ბოკერიას. მათ ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი. ბობოხიძემ ნიკა მელიას უთხრა, მიმართა, ერთი აგურიც არ დაგიდია პარტიის მშენებლობის საქმეში, ჩემს მიერ წვალებით შექმნილ პარტიას შლიო. ეს პარტია მარტო სააკაშვილს არ ეკუთვნისო. ყოჩაღ, “ქართული ოცნება”, ასე ბერთოლეს მარილივით დაშლილი “ნაცმოძრაობა” მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო, ფაქტია, ესენი 20 იანვრის ყრილობამდეც კი ვეღარ მიაღწევენ. სერგო რატიანმა მელიას მოუწოდა ეთქვა, თუ სად იყო აქამდე და რა პოზიცია ჰქონდა:

“ბოკერიას ვინც უჯერებდა, კარგად ვხედავთ. აქამდე სად იყავი? გარბიხართ თქვენ, როდესაც აწყობთ იმას, რასაც აწყობთ”!

ნიკა მელია დაპირისპირებულმა თანაპარტიელებმა ოთახიდან ტაშით გააცილეს. ელენე ხოშტარიამ თითქოს სცადა თეთრი მანდილის ჩაგდება, მაგრამ არ გამოუვიდა:

“ძალიან გთხოვთ ყველას თავი გაანებეთ, მელია თავის პარტიაში აწყობს შოუს. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი სხდომა, სადაც თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე უნდა გვემსჯელა, გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო. ადამიანები, რომლებიც პარტიის ერთიანობაზე და “ნაციონალური მოძრაობის” იდეებზე საუბრობენ, საკუთარ პარტიაში და საკუთარ ფრაქციაში ასეთ იაფფასიან შოუს აწყობენ. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ არაფერი ამოძრავებთ გარდა იმისა, გახლიჩონ პარტია. დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ნიკა მელია ვერ იქნება იმ გუნდის ლიდერი, რომელსაც ასეთი მოვარდნებითა და შეურაცხყოფით ელაპარაკება”.

სერგო რატიანის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია:

“გუშინ საღამოს გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა. შედგა საუბარი, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები და ეს პროცესი გრძელდება კიდეც. სწორედ ამ ფონზე გიგიმ ითხოვა ფრაქციის სხდომის გადადება. ფრაქციის სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება”.

როგორც ხედავთ, მიხეილ სააკაშვილი პარტიაში ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას და დგას სრული კრახის წინაშე. ერთი ხელის კვრა და საბოლოოდ გადაიჩეხება უფსკრულში. აკაკი ბობოხიძე უკვე აცხადებს, ვეღარ მივალ ყრილობაზე, რომელიც ჩემი პარტიის ყრილობად არ ვთვლიო. არ მიხვალ და ნუ მიხვალ, ამხანაგო ბობოხიძევ, ამ ჩემ ფეხებს, საქართველოს ამით არც არაფერი მოემატება და არც არაფერი დააკლდება!

 

გელა ზედელაშვილი

დაცულია საავტორო უფლებები კანონის შესაბამისად. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.

ასევე ნახე

1423295677_1404828062_1372328536_merabishvili-vano

ვანო მერაბიშვილი: მე თანხმობა არ განმიცხადებია!

  პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი რამდენიმე წინადადებიან განცხადებას ავრცელებს: “მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი …