შაბათი , იანვარი 21 2017
15970745_1343182032379271_31027119_n

ზურა ბერიკაშვილისთვის უთქვამთ, გივიც ფეხებზე გვკიდიაო და 200 ლარით დააჯარიმეს!

 5,395 ნახვა

როცა გივი ბერიკაშვილის ვაჟი – მსახიობი ზურა ბერიკაშვილი სახლიდან პურის საყიდლად გამოვიდა, პატრულმა გააჩერა და 200 ლარით დააჯარიმა. ის ფეხით ვაკე-საბურთალოს გზაზე ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადადიოდა. ხელში გასაღების ასხმულასთან ერთად ეჭირა პატარა, ასე ვთქვათ, “ფრჩხილების საფხეკი” დანა. ისეთი, ვაშლსაც რომ ვერ გათლი ხეირიანად.
ზურა ბერიკაშვილს უთქვამს, ესა და ეს ვარ, ტყუილად მაჯარიმებთ, ასეთი დანა ყოველ მეორეს შეიძლება ჰქონდესო. პასუხი ყოფილა ძალიან საინტერესო: გივი ბერიკაშვილიც გვკიდია, კახი კავსაძეც და თუ გინდა, შენც ზედ მიგაყოლებთო.

ყოჩაღ, პატრული, პრინციპულობაც ასეთი უნდა. ხალხი უკვე მარიხუანას თესავს, იმათ ხმას არ სცემენ და ზურა ბერიკაშვილს, რომელიც ჭიანჭველასაც კი არ ადგამს ფეხს, ეუბნებიან, გვკიდიხარო!

 

ლევან ნატროშვილი

დაცულია საავტორო უფლებები კანონის შესაბამისად. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.

ასევე ნახე

maxresdefault1

გიორგი შენგელაია: ეს არის დამპალი ლიბერალიზმი!

  გიორგი შენგელაია: “ნაციონალური მოძრაობა” არის ნაგავი თავის ლიდერებიანად და წევრებიანად. მაგათ რომ უფლება მიიღეს, …