ხუთშაბათი , აპრილი 27 2017
margvela2

რატომ მოიხსენიებს პრეზიდენტი დავით უსუფაშვილს “ვიღაცად”?

 244 ნახვა

პრეზიდენტი მარგველაშვილი დავით უსუფაშვილის მოსაზრებას პასუხობს. როგორც უკვე იცით, მან “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილი გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები:

“თუკი ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართოს: ”ოცნება” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას გართმევთ, მე უძლური ვარ ამ ცვლილებებს წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილებები ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აირჩიოთ და კიდევ ხუთი წელი – 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი”.

გიორგი მარგველაშვილი: “ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად არის განსახილველი ეს საკითხი და მეორე, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი… გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე?.. არასწორად მისვამთ კითხვას. მე კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ. არ მაქვს კომენტარი, არ არის განსახილველი საკითხი. არ მინდა კომენტარის გაკეთება თემაზე, რომელიც არ არის საკომენტარო”.

როგორც ხედავთ, მარგველაშვილი დავით უსუფაშვილს “ვიღაცად” მოიხსენიებს… ეს კი ნიშნავს იმას, რომ იგივე უსუფაშვილმა ცხვირი ჩაყო იქ, სადაც არ უნდა ჩაეყო. მარგველაშვილი კი ნამდვილად არ არის ის კაცი, ვადაზე ადრე გადადგეს და კიდევ წელიწადნახევრიანი სიამოვნება მოიკლოს.

 

ლევან ნატროშვილი

დაცულია საავტორო უფლებები კანონის შესაბამისად. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.

ასევე ნახე

გელა

გელა ზედელაშვილი: ის, რაც მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს!

  ძალიან უცნაური და წყლის მნაყველი ხალხი ვართ ქართველები: პირველი – მხოლოდ საქართველოში შეიძლება გასცეს …