შაბათი , იანვარი 21 2017
15878909_1337855949578546_54035894_n

ჯონ მაკკეინის საეჭვო გარიგებები სააკაშვილის რეჟიმთან!

 1,272 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები”. კვლევა: საქართველოს ხელისუფლების კავშირები უცხოურ ლობისტურ კომპანიებთან – 2003–2012 წლები.

“არასრული ინფორმაციით, 2004 წლიდან 2011 წლის მეორე ნახევრამდე, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკაში ლობისტურ მომსახურებაზე მინიმუმ 5,5 მილიონი დოლარი დახარჯა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ 1.666 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო ამერიკელ ლობისტებთან. 2004 წლის დასაწყისიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველომ დახარჯა 2.619 მილიონი დოლარი აშშ-ში თავისი პოლიტიკური იმიჯის გამოსასწორებლად.

აქვე აღსანიშნავია, საკმაოდ გახმაურებული, საქართველოს მთავრობის ლობისტი, შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი – კარლ ბილდტი, რომელთანაც წინა ხელისუფლებას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. სწორედ კარლ ბილდტის კომპანია „Kreab”-მა განახორციელა საქართველოს ხელისუფლების არაერთი დაკვეთა, როგორც ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების საერთაშორისო იმიჯის ლობირებისთვის, ასევე პოლიტიკურ ინსტიტუტებთან საქართველოს ხელისუფლების შეხედულებების გატანის თვალსაზრისით.

ლობისტური საქმიანობისთვის ყველაზე დიდი თანხები 2003-2012 წლებშია გახარჯული. იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულებებს, როდესაც მუდმივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, როდესაც სისტემურად „გადასცემდნენ“ მოქალაქეები საკუთარ ქონებას სახელმწიფოს უსასყიდლოდ, როდესაც მიმდინარეობდა „დაუმორჩილებელი“ ბიზნესის ტერორი. ამ ყველაფრის საფუძველზე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ლობისტურ კომპანიებზე მილიონობით გადარიცხული თანხა უკანონოდ მოპოვებული თანხების კანონონიერად წარმოჩენის საშუალებაა”.

ამერიკული პრესის ინფორმაციით, სააკაშვილი მილიონებს ხარჯავდა ვაშინგტონში. მისთვის 5-ზე მეტი ლობისტური კომპანია მუშაობდა, მათ შორის, დემოკრატიული პარტიის ფლაგმანები ჯონ პოდესტა და დიკ გეპჰარდი. ასევე ჯონ მაკკეინის მარჯვენა ხელი – რენდი შუნემანი.
როგორც ქართული სააგენტო “for.ge”-ს მიერ მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ: “ერთ-ერთი ამერიკული გაზეთი(The Hill), რომელიც ძირითადად ამერიკის კონგრესის თემატიკას აშუქებს, იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობენ. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ 300 ათასი აშშ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა ლობისტურ ფირმა Public Strategies-სთან. კონტრაქტის ხანგრძლივობა ექვსი თვეა. სტატიის თანახმად, საქართველოს საკითხებზე ამ ფირმაში იმუშავებს რამდენიმე გავლენიანი პირი დემოკრატიული პარტიიდან, მათ შორის ჯეფ ელერი, რომელიც პრეზიდენტ კლინტონის დროს თეთრი სახლის მედიაკამპანიას კურირებდა და რობერტ ლუდკე, რომელიც წარსულში დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური კომიტეტის საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხების ანალიტიკოსი იყო.
ამის გარდა, საქართველომ 11 თვის ვადით დაიქირავა ორი კონსულტანტი – დენიელ კუნინი, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილის მრჩეველი იყო და გრეგორი მანიატისი. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 470 ათასი აშშ დოლარია და ამ თანხას, გაზეთის ცნობით, კუნინი და მანიატისი გაიყოფენ. ამის გარდა, უკვე არსებობს ფირმა Glover Park Group-თან დადებული კონტრაქტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უფრო ადრე დაიქირავა”.

წყარო – WordPress.com (სვეტა დარჩიაშვილი):

“2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს უშიშროების საბჭომ გააფორმა აშშ-ში ორ ლობისტურ კომპანიასთან ექვსთვიანი კონტრაქტი. საქართველოს უშიშროების საბჭოს სახელით აშშ-ში რეგისტრირებულ ლობისტურ კომპანია Gephardt Group Government Affairs – თან კონტრაქტი 2012წლის 1 ივლისს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ამ კომპანიას საქართველოს უშიშროების საბჭოსთვის უნდა მიეწოდებინა შემდეგი სახის მომსახურება: ლობირება და სამთავრობო წრეებთან ურთიერთობა; ადვოკატირება კონგრესსა და აღმასრულებელხელისუფლებასთან თვისუფალი ვაჭრობისა და დემოკრატიის საკითხებზე და რაც მთვარია,წინასაარჩევნო საკითხებში მხარდაჭერა. ლობისტური კომპანია ასევე თავის თავზე იღებდა ვალდებულებას, რომ ის აშშ-ში აიცილებდა ყველა ქმედებას, რასაც შეეძლო ზიანი მიეყენებინა საქართველოს იმ დროს მოქმედი მთავრობისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს რეპუტაციისათვის, ან უარყოფითი გავლენა მოეხდინა საქართველოსა და ეროვნული საბჭოს ინტერესებზე, რეპუტაციასა და გავლენაზე. ამ კონტრაქტში საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ 180 ათსი აშშ დოლარი გადაიხადა. ამ კომოპანიასთან კონტრაქტის გაფორმებამდე 2012 წლის წლის 19 ივნისს საქართველოს უშიშროების ეროვნულმა საბჭომ ლობისტური მომსახურების მისაღებად კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა ლობისტურ კომპანია Prime Policy Group-თან, რომელიც ასევე ექვსთვიან კონტარქტს ითვალისწინებდა და რომელსაც აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის 150 ათასი აშშ დოლარი გადაეცა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ გააფორმა ასევე ექვსთვიანი კონტრაქტი ეროვნული სუშიშროების საბჭოს ლობირებისათვის Orion Strategies LLC -თან, კონტრაქტის თნახმად, რომლის საერთო ღირებულებაა 270 ათასი აშშ დოლარი, კომპანია ლობირებას უწევს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მიზნით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მათ თანამშრომლობას ლობისტურ კომპანიებთან ასაბუთებდა იმით, რომ აუცილებელია საქართველოს იმიჯის ფორმირება და პიარ-კამპანია საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერის და პოპულარობის მოსაპოვებლად. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ლობისტური კამპანიები მიხეილ სააკაშვილის პიარ-კამპანიას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე ქვეყნის პოპულარიზებას”.

ჩვენ ზემოთ ვახსენეთ ჯონ მაკკეინის მარჯვენა ხელი – რენდი შუნემანი, რომელიც გავლენიანი ამერიკელი ნეოკონსერვატორი კონგრესმენია. სააგენტო “press.ge”-ს ინფორმაციით, თავის დროზე იგი ამერიკის თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის მდივანი იყო ერაყის საკითხებში. მონაწილეობდა ჯორჯ ბუში უმცროსისა და სენატორ მაკკეინის საარჩევნო კამპანიებში. მის კომპანია Orion Strategy საქართველოს მთავრობის ლობირებას 2004 წლიდან ეწეოდა:
“2007 წლის იანვარში შეუნემანი გახდა ჯონ მაკკეინის საპრეზიდენტო კამპანიის უფროსი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში და სენატორის კამპანიიდან 2008 წლის 15 მაისამდე მას თითქმის 70, 000 დოლარი გადაუხადეს. ამ პერიოდში შეუნემანი საქართველოს მთავრობისგან თავისი მომსახურებისთვის 290,000 დოლარს იღებდა. შეუნემანი ასევე რჩევებს აძლევდა მაკკეინს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში.
გაზეთ SUNDAY TIMES-ის ცნობით, საქართველოს მთავრობის, ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისა და კონდოლიზა რაისის შეხვედრები ამ ფირმის უზრუნველყოფილია. მისი მომსახურებით სარგებლობს ჯორჯ სოროსიც და სენატორი ჯონ მაკკეინიც”.

სააგენტო “for.ge”. ავტორი ლალი ზირაქიშვილი. ამონარიდი კახი კახიშვილის ინტერვიუდან:

“როდესაც მაკკეინზეა ლაპარაკი, ვიცით, არც დაუმალავს, მას და სააკაშვილს მეგობრული დამოკიდებულება რომ აკავშირებთ. გარდა ამისა, მაკკეინთან დაახლოებულ ადამიანებს აშშ-ში საკმაოდ ძლიერი ლობისტური კომპანია აქვთ შექმნილი. ეს კომპანია მაკკეინის პარტიის წევრი კონგრესმენების მიერ არის დაფუძნებული და სხვათა შორის, მაკკეინს ობამამ უჩივლა კიდეც წინასაარჩევნო პერიოდში აშშ-ს პროკურატურაში ამ ლობისტური კომპანიის გამო, რომელიც რუს ოლიგარქებს ლობირებდა ამერიკის კონგრესში”.

ამ დღეებში ჯონ მაკკეინი კიდევ ერთხელ ეწვია საქართველოს და მავთულხლართებიც მოინახულა. ეს ადამიანი კი, როგორც ხედავთ, საეჭვო გარიგებებსა და ფულის კეთებაშია შემჩნეული. პოლიტიკაში მეგობრობა არსებობს მანამ, სანამ ტრიალებს დიდი ფული, შემდეგ კი ყველაფერი ნულდება.

დაცულია საავტორო უფლებები კანონის შესაბამისად. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.

ასევე ნახე

14339862_10211034661288944_440076055_o-660x330

ელზა ჯმუხაძე: ნაციონალების ყრილობამ ,,აწ განსვენებული” კომპარტიის ყრილობები გამახსენა!

ნაციონალების ყრილობაზე გამოსვლის დროს გრიგოლ ვაშაძემ ვითომ ახალ ხელისუფლებას, რეალურად კი ჩვენ – ხალხს დაგვაყვედრა, …