ხუთშაბათი , აპრილი 27 2017
%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98

გიორგი უძილაური: ეს თვითმარქვია თფილისური ელიტები მუდამ სამარცხვინო როლს თამაშობდნენ!

 735 ნახვა

დააკვირდით, უახლეს ისტორიაში ეს თვითმარქვია თფილისური ბომონდები და ელიტები მუდამ სამარცვინო როლს თამაშობდნენ ქვეყნის ისტორიაში. კომუნისტების პერიოდის ზეობისას ეს ბომონდები ელიტურ ბარიგობაში იყვნენ ჩართული, რყვნიდნენ განათლებას და წველიდნენ ბიუჯეტს, დამოუკიდებლობის პერიოდში გარყვნეს პოლიტიკა და გააცამტვერეს ბიუჯეტი, ვაზელინით გამოიყენეს ყველა მმართველი ძალა და იმ ძალების დასუსტებისთანავე, სხვებთან გარბოდნენ. ამ ელიტებმა დაამკვიდრეს საქართველოში პოლიტიკური პროსტიტუცია და გააპრავეს ღალატი, შექმნეს ხალხის სეგრეგაცია სოფლელებად და თფილისლებად, ელიტად და ბნელებად, სწორად მოაზროვნეებად და ქაჯებად… ამ თვითმარქვია ბომინდებს შეიძლება მოერიოს მხოლოდ ახალი თაობა, არგარყვნილი სტერეოტიპებით და მებრძოლი ყველას თანასწორობისთვის. სხვა შემთხვევაში ეს სალონური ფაშიზმი კიდევ ერთხელ დაასახიჩრებს საზოგადოებას და წაიყვანს მას ურთიერთქიშპისა და პროგრესირებადი ატომიზაციისკენ. “ნაცები” ამ მსოფლმედველობრივ მეძავებთან შედარებით ანგელიზები არიან.

დაცულია საავტორო უფლებები კანონის შესაბამისად. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.

ასევე ნახე

kurtanidze

ლუკა კურტანიძე: ბატონო ბიძინა, შეიძლება საყვედური მივიღო თქვენგან, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა!

მთელი არსებით მინდა, როგორც ორგზის მსოფლიოს და ხუთგზის ევროპის ჩემპიონმა, მადლობა ვუთხრა ერის კაცს – …