ხუთშაბათი , აპრილი 27 2017
15970737_1344100378954103_1716227536_n

იასონ მეორე: გამოაგორეს “აბესალომი” – გიგი უგულავა და ჰკრეს წიხლი!

 208 ნახვა

იასონ მეორე: ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის და გენიალური რეზო გაბრიაძის სცენარის ავტორობით ფილმი ,,ქვევრი” გრძელდება… გამოაგორა კახელმა გოგიამ იმერეთში ნაყიდი ქვევრი, ყელში რომ ამოუყვანეს, ჰკრა წიხლი და აბესალომი თავისი განთქმული წებოთი გამთლიანებული ქვევრიანად დააგორა… ასევე გამოაგორეს ,,აბესალომი” – გიგი უგულავა თავის წებოთი, 2-3 დღე აწებებდა ნაცბოზბანდას, მაგრამ იფშვნებოდა, როგორც გვერდგამონგრეული ქვევრი, გენიალურ ქართულ ფილმში იფშვნება საღვინე ჭურჭელი.

ქართული მენტალიტეტის წინააღმდეგ მებრძოლთა დასასრული იმ ფილმის ქვევრს ჰგავს. კიდევ ჩამოვა აშშ-დან, ჩვენ ხომ ყველაფერი ორ-ორი გვაქვს დღესასწაული… მერე მეორესაც კრავენ წიხლს და გამოაგდებენ, ისე წიხლებს კი არიან ნაჩვევი პრეზიდენტყოფილისგან… ქონება და წილები კი აქვთ, რაც წაგვართვეს, არც არავინ აბრუნებს… სანახაობა გრძელდება, ექსპერტები კონა – ათი შაური, გამქრალი მოტივტივე პოლიტიკოსები, ფინანსები ბრუნდება, ახალ მიმზიდველ ობიექტებს ისევ ისინი ხსნიან, ამაზეა ნათქვამი: შეაყარე კედელს ცერცვიო!

დაცულია საავტორო უფლებები კანონის შესაბამისად. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.

ასევე ნახე

kurtanidze

ლუკა კურტანიძე: ბატონო ბიძინა, შეიძლება საყვედური მივიღო თქვენგან, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა!

მთელი არსებით მინდა, როგორც ორგზის მსოფლიოს და ხუთგზის ევროპის ჩემპიონმა, მადლობა ვუთხრა ერის კაცს – …