ხუთშაბათი , აპრილი 27 2017
946

შალვა ოგბაიძე: ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი!

 200 ნახვა

ესე იგი:
ავტომობილების განბაჟების პროცედურა შეცვლილია (კანონიც და შესაბამისად – საგადასახადო კოდექსიც).
ჩემი ყურადღება მიიპყრო ფრაზამ (ქვემოთ არის ციტატა სრულად). აი ეს ფრაზა:
,,…მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს…”
რას ნიშნავს ,,გადატანილი აქვს”?
– ვის მიერ?
– როდის?
– რომელ ქვეყანაში?
კიდევ ერთი ,,უცნაური” კითხვა დამებადა:
,,გადატანილი აქვს”? რომელ მიმართულებას ნიშნავს? მარცხნიდან მარჯვნივ თუ მარჯვნიდან მარცხნივ?
კიდევ ერთი შეკითხვა: ვინ ამოწმებს გადატანის ხარისხს? ხომ არ შეექმნება (მომავალში) ტექდათვალიერების დროს პრობლემა?
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი!
ჰო, მართლა:
აი საგადასახადო კოდექსის ეს ჩანაწერი სრულად:
,,…საგადასახადო კოდექსი – მუხლი 188. აქციზის განაკვეთები – მე-4 პუნქტი:
“ამ ცხრილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი შეადგენს ამ ცხრილის მე-4 გრაფით შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილისთვის განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)”.

დაცულია საავტორო უფლებები კანონის შესაბამისად. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.

ასევე ნახე

kurtanidze

ლუკა კურტანიძე: ბატონო ბიძინა, შეიძლება საყვედური მივიღო თქვენგან, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა!

მთელი არსებით მინდა, როგორც ორგზის მსოფლიოს და ხუთგზის ევროპის ჩემპიონმა, მადლობა ვუთხრა ერის კაცს – …