შაბათი , იანვარი 21 2017
1483207298

ზურაბ ჯაფარიძე: რავი, დავთესეთ… ან მარიხუანა ამოვა, ან კიდევ “პიზდეცი”!

 1,739 ნახვა

(პამფლეტი)

 

ზურაბ ჯაფარიძე: რაღა დაგიმალოთ, ჩემო ტკბილო და დაბოლილო ხალხო… ჩვენ, “გირჩისთავებმა” ხელისუფლებას ულტიმატუმი თვენახევრის წინ წავუყენეთ და ვთხოვეთ, რომ ახალ წლამდე საქართველოში ნარკოპოლიტიკა შეეცვალა, კერძოდ კი, მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია. ხელისუფლებამ ცვლილებები არ გაატარა და არც აპირებს. ამიტომ, ჩვენ საჯაროდ დავარღვიეთ სისხლის სამართლის კოდქსის 265-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 12 წლამდე. ოფისში საჯაროდ დავთესეთ მარიხუანა.

მართალია, არ გვაქვს გარანტია, რომ აქედან რამე გამოვა, ანუ ამ ქოთნებში მართლა მარიხუანა ამოვა, მაგრამ ჩვენთვის ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არ არის მარიხუანის მოწევისთვის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის, რომ ადამიანის სხეული არის მისი ნომერ პირველი საკუთარება და სახელმწიფოს საქმე არ არის, ადამიანი თავის სხეულს რას უზამს, მათ შორის, არც იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ სხეულს ზიანს აყენებს და მოსტყვნია პატრონი!

რაც მოხდა, არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არაერთი ახსოვს. დარწმუნებული ვართ, ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ და არა მხოლოდ საკუთარ სხეულებს დავაზიანებთ, მთელ ქვეყანასაც მოვუტყნავთ დედას!

ეხლა იძახიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოძიება დაიწყოო, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობსო, საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლით პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებსო… მაგაზე არ იდარდოთ, როგორც ჩემი წინაპრები ამბობდნენ, დაბოლილი კაცი ქვაზე მაგარია!

მოკლედ, დავთესეთ, შეიძლება მარიხუანა ამოვიდეს, შეიძლება – ვარდი, შეიძლება… სულაც “პიზდეცი”, ვნახოთ.

დაცულია საავტორო უფლებები კანონის შესაბამისად. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.

ასევე ნახე

maxresdefault1

გიორგი შენგელაია: ეს არის დამპალი ლიბერალიზმი!

  გიორგი შენგელაია: “ნაციონალური მოძრაობა” არის ნაგავი თავის ლიდერებიანად და წევრებიანად. მაგათ რომ უფლება მიიღეს, …