ხუთშაბათი , აპრილი 27 2017

ლიტერატურა

ჯანსუღ ჩარკვიანი: პირველად საქართველოში ბუშმა იცეკვა დოლზე!

35211

  პირველად საქართველოში შეარემონტეს “კრიშა”, პირველად საქართველოში დემოკრატია იშვა. პირველად საქართველოში უეკლოდ კრიფეს ვარდი, პირველად საქართველოში ვარდს და ნეხვს ერთურთს ვადრით. პირველად საქართველოში ვუყურებთ ნამდვილ პატრულს, პირველად საქართველოში ვხვდებით ჯარისკაც ნატრულს. პირველად საქართველოში რუსეთს გავცილდით დროზე, პირველად საქართველოში ბუშმა იცეკვა დოლზე, პირველად საქართველოში ლობიო ეტრფის ქოთანს, პირველად ჩვენმა “დინამომ” წააგო …

სრულად »

ტარიელ ხარხელაური: რა გჭირს, მამულო, ყველა სულელი შენ გარიგებს, ჭკუას გასწავლის!

ფფლ;კფლმნცვცხნხც

  *** დავეტანები, ამოვფლითავ მიწას მტირალი, გულდამდუღვრილი მიმოვლეწავ მწარედ ვიცინი, არა ჰქონია საქართველოს სხვა სატკივარი – გარდა სიმცირის… სამშობლოს ცაზე გადმოფენილ შავ ღრუბელს ვუმზერ და ჩნდება ეჭვი, მინაცრული სისხლის სამსჭვალი, რა გჭირს მამულო! – შემოგევლე არ სკდები გულზე?! ყველა სულელი შენ გარიგებს, ჭკუას გასწავლის. რა გჭირს მამულო! – შენს ჩამოშლილ …

სრულად »

რაულ ჩილაჩავა: მამის ოდაში ძე შეცთომილი ცდილობს ასვლას და ვეღარ ასულა!

17555059_1421495034547970_32508755_n

  ძე შეცთომილი რატომ სტოვებენ დასაბამიდან მშობლიურ სახლ-კარს, სიყრმის ალაგებს? ვინ იცის, დროის მსახვრალი ხელი მის მწირ მონაგარს სად ჩაალაგებს? არავინ, მაგრამ მაინც მიდიან, მას, რაც შინ ჰქონდათ, ეძებენ სხვაგან, და იწერება ყოფის ქვიშაზე ბედის ჩხირებით მწუხარე საგა. ხალხებათქვეფილ დედამიწაზე ვიღა დაითვლის გულებს სნებიანს!.. ვინც სამშობლოში უიღბლო იყო, სხვაგან იღბალი …

სრულად »

ბაღათერ არაბული: ცოცხზე კაცი!

hghjtyjtuyt

  ერის და ბერის მოძულეს, ქვეყნის დამშლელს და დამქცევს, ვითომ ამ ქვეყნის საშველად კვლავ მოუხმობენ “ნაცებს”. ქუდზე კაცს მტერთან ბრძოლისთვის, ვიცი, უხმობდნენ ძველად, მამულის გადასარჩენად, სამშობლოს დასახსნელად. დღეს კი ცოცხზე კაცს ელიან, მკვდრეთით აღდგომის ნიშნად, ხალხზე მზრუნველი ვანო და ღმერთის მოშიში მიშა. ცოცხებით მათი ჯირითი როდემდე გასტანს ნეტავ, და საფლავში …

სრულად »

გიორგი ჟორჟოლიანი: მაქსიმალურად თავს ვიკავებდი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი!

17274543_1407325335964940_1308263604_n

  არ მინდოდა! მაქსიმალურად თავს ვიკავებდი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი! არც ხელკეტი დამკლებია თქვენგან ყოფილნო, არც მხუთავი ,,გაზი”, არც ე.წ. ,,ავარია” და არც ტყვია!   შიში! შიში! ისევ ძველი შიში! ვშლი იმ შორ დარდს… ახლაც აგვიანცეს, გვამცნეს თითქოს ერი ახლა ვიშვით, ოცნებებმა გვიღალატეს, დაგვცეს! ჩამოგვშორდით! შორი ანაოში ოშხით იქნებ დაგივიწყოთ …

სრულად »

თამარ ლამპარაძე: აქ სიყვარულიც გინებას ნიშნავს!

17270244_1404051336292340_1610543403_n

  ამ პლანეტაზე დაწვეს ჯორდანო, ამ პლანეტაზე სჯიან ქრისტეებს, რუსთაველს ერგო აქ ანათემა, განმანათლებლებს და მორალისტებს. აქ ციხეები გამოიგონეს, საკნის დარაჯებს ჯალათი ნიშნავს, აქ დაბადება ცოდვის ტოლია და სიყვარულიც გინებას ნიშნავს. ამ პლანეტაზე ცხოველებს ჭამენ. ადამიანსაც “ჭამენ” უტიფრად. და ულამაზეს შიშველ სხეულზე ტანისამოსი ამოუტვიფრავთ. აქ უცოდველი მხოლოდ ცოდვაა, ლოცვა – …

სრულად »

ტარიელ ხარხელაური: თქვენო უწმინდესობავ, მე ფარ-ხმალი დავყარე

267427

  აღსარება პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ, მე ფარ-ხმალი დავყარე – შიში ისე მოედო ჩემს სისხლსა და საფშვინველს, არაფერი არ შველის კეთრით სნეულ სამყაროს, მსოფლიო მძვინვარება როგორ ძლიერ მაშინებს. არაფერი არ დამრჩა ირგვლივ დაუკოცნავი, წინაპართა საფლავებს მუხლმოყრილი ვეახლე, თქვენო უწმინდესობავ, ალბათ უკვე დროც არის – შევეგუო წარმღვნელს და დამანგრეველ სიახლეს. ბევრი ღამე …

სრულად »

გელა ზედელაშვილი: თურმე ვაჟა რომ ავიდოდა ცხემნობუსში, კნეინები ამოიღებდნენ “პლატოკებსა” – ფუი, რა ცუდი სუნი დადგაო!

202-902x483

ვაჟა-ფშაველა ლექსს რომ დაწერდა, ცოტა ხანს ჩაფიქრდებოდა, მერე შინაურებს დაუძახებდა, სიმაღლის მიხედვით დააყენებდა, წაუკითხავდა და ჰკითხავდა: – გამადგებისა? – ჰო, ლუკავ, გამადგებისა, მაშ! – უპასუხებდნენ აღფრთოვანებულები. ამის შემდეგ ადგებოდა, ჩაალაგებდა თავის ხურჯინში და დაეშვებოდა თავქვე, ტიფლისისაკენ. მივიდოდა ილიასთან, “ივერიის” რედაქციაში, ამოატრიალებდა ამ ხურჯინს, წამოყრიდა მაგიდაზე ქაღალდებს, ჩამოჯდებოდა იქვე დარცხვენილი და …

სრულად »

დათო მაღრაძე: ის მიდის ჯვარზე თეთრი პერანგით

maxresdefault

  ის მიდის ჯვარზე ერთი პერანგით -ჯვარს აცვი! – ისმის ანჩხლი კიკინი და მოსროლილი ვით ბუმერანგი ბრუნდება ჩვენში ეკლის გვირგვინით. ირევა ხალხი, როგორც ამინდი, ცოტა მართალი, ბევრი ვერაგი, მზე ჩადის, როგორც ძოწის ქლამინდი, ის მიდის ჯვარზე ერთი პერანგით. ტყვიაგაუმტარ ფანჯრების სისქეს უსაფრთხოება მიაქვს კეისრის, ჩვენ ხან ლექსუსით მივდივართ ჯვრისკენ, ხან …

სრულად »

მოიცათ, ყველანი ერთად ნუ ჩამძახით!

15577842_1321252351238906_1363010169_n

რეზო ინანიშვილი (მინიატურა) მოიცათ, ყველანი ერთად ნუ ჩამძახით, – ქვეყანა წაწყმდა, დამყაყდა, ინგრევა, თავს ვუშველოთ! მე ვერსად გავიქცევი, მე ხვალაც უთენია ვარ სამუშაოზე წასასვლელი, ლობიო და სიმინდი მაქვს მოსარწყავი, ნება-ნება უნდა მოვრწყა, თორემ თავქვეა და დახრამავს წყალი. არ მოვრწყა ლობიო და სიმინდი, ხალხო?! თქვენი საქმისა თქვენ იცოდეთ, მე კი მითხარით, …

სრულად »