ხუთშაბათი , აპრილი 27 2017

სამართალი

მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა

prokuratura

  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე  და  არსებითი განხილვის მიზნით საქმე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გამოძიების ფარგლებში საქმეზე ჩატარდა 600-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაიკითხა 70-მდე მოწმე, ჩატარებულ იქნა 20-მდე ჩხრეკა/ამოღება და 100-მდე დათვალიერება, სხვადასხვა პირებისგან  ამოღებულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებლებზე შესწავლილ იქნა მთლიანობაში 500-მდე გბ მოცულობის  …

სრულად »

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო განცხადება

cms-image-000049104

  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებით მიმართავს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს, საქართველოს სამოქალაქო სექტორს, საქართველოს სახალხო დამცველს და საქართველოს საზოგადოებას: “ბატონებო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქვეყნებს მედიის წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებს საქართველოს მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რომლებიც, ჩვენი აზრით, განხორციელებულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლების …

სრულად »

სააპელაციო სასამართლომ შ. ხიზანიშვილის, ქარდავას და ლელუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

saapelacio-cr-739x428

  თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ  გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებაში – კონსტიტუციური …

სრულად »

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინა

5MTAVARIPROKURATURA

  პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობისთვის დაკავებულებს მ.ღ-ს და ი.ჩ-ს ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი  ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 მარტს, პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე  ტერიტორიაზე  მ.ღ.-ს  და ი.ჩ.-ს მიერ, სხვადასხვა დროს, განხორციელდა ჯგუფური ძალადობის …

სრულად »

ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სია

aa21f5a00de04effd17397b3e7a5ca00_L

  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ხუთ კანდიდატურას სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; საქართველოს მთავარი …

სრულად »

ეკა ბესელიამ ელისო კილაძეს სასამართლო დავა მოუგო

beselia3-700x336

  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორს ელისო კილაძეს სასამართლო დავა მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ელისო კილაძეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ლარის გადახდა და ეკა ბესელიას მისამართით ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა დაეკისრა. „თავდაპირველად ეკა ბესელიას მისამართით ე.წ. კოკაინის საქმის მსჯავრდებულების შეწყალების …

სრულად »

კონსტანტინე გამსახურდია: აი, რატომ არიდებს თავს გამოძიებას ბესარიონ გუგუშვილი!

gamsaxurdia-e1439844776653-890x395

  კიდევ ერთხელ ზვიად გამსახურდიას იდუმალებით მოცულ მკვლელობას რაც შეეხება: ამას წინათ “მაესტროზე” ჩაერთო ბესარიონ გუგუშვილი. ველოდი, რომ გაიმეორებდა ისევ იგივეს, რასაც მისგან 1994 წლის იანვრიდან მოყოლებული ვისმენთ: გვეძინა იქ, სადაც მიგვიყვანეს ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან (ე.ი. კარლო და ლუდმილა ღურწკაიას კუთვნილ სახლში, სოფ. ძველი ხიბულა, – კ.გ.) მოულოდნელად გაისმა გაურკვეველი …

სრულად »

ცოტნე გამსახურდია: ჩვენების მიცემაზე, რა თქმა უნდა, უარს ამბობს სულ ახალ-ახალი მიზეზებით, ეს არაკაცი!

95045910

  ცოტნე გამსახურდია: “ერთი პროცენტით მაინც რომ დამეჯერებინა, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, რომ არ ვიცნობდე საქმის მასალებს და პირდაპირ თუ ირიბ მტკიცებულებებს, ნაძირალა ბესო გუგუშვილის წლიდან წლამდე შეცვლილი ბოდვა მაფიქრებინებდა, რომ აშკარად არაა საქმე ისე, როგორც ყვებიან… ამ ორიდე დღის წინ “მაესტროზე”, მაგდა ანიკაშვილთან გადაცემაში კვლავ ახალი დეტალები დაუმატა …

სრულად »

ნინო ჯღარკავა: შევიტან სარჩელს პროკურატურაში, მოვითხოვ კილაძის ყველა ბრალდებაზე სამართლებრივ პასუხს!

snapshot

  ნინო ჯღარკავა (ჟურნალისტი): “მე ვცხოვრობ იმ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეს იცავს კონსტიტუცია, იმ ქვეყანაში – სადაც ცილისწამება არაა დასჯადი, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი და მე ვარ ვალდებული, საკუთარი თავი დავიცვა, დავიცვა ჩემი ღირსება, ჩემი ოჯახი, ჩემი რეპუტაცია და მოვთხოვო საქართველოს პროკურატურას, მოახდინოს რეაგირება! ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, სოიციალური ქსელით და …

სრულად »

ამიერიდან მხოლოდ ღმერთი კი არა, კანონიც დაგსჯით!

post-59-1212161778

  3 აპრილიდან დედაქალაქში “თბილსერვის ჯგუფის” ინსპექტორები გამოჩნდნენ. გარემოს დანაგვიანება ისჯება კანონით: • 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით. • 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით. • ძაღლის ან …

სრულად »