დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

Views: 189
Avantgardia

დონალდ ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის, ქსი ძიმპინის სატელეფონო საუბრის მთავარ თემას ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები და ფხენიანის რეჟიმისგან მომდინარე საფრთხე წარმოადგენდა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების და ოფიციალური პეკინის ინტერესები ჩრდილოეთ კორეის განიარაღების საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა, რადგან ქსი ძიმპინის თქმით, ჩინეთი დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფით.

შეგახსენებთ, რომ ორი სახელმწიფოს ლიდერს შორის სატელეფონო საუბარს წინ უსწრებდა ფხენიანის მხრიდან შეერთებული შტატების მისამართით მუქარის შემცველი გზავნილები, რასაც ვაშინგტონი გამაფრთხილებელი განცხადებით გამოეხმაურა.

სატელეფონო საუბრის დროს, დონალდ ტრამპმა ჩინელ კოლეგასთან ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივაზეც იმსჯელა.

 

წყარო: “კვირა”

Inline
Inline