ვალერი ხაბურძანია: სააკაშვილის უზნეობას და სიგიჟეს ჩვენც ვაქეზებდით!

Views: 1016
Avantgardia

ვალერი ხაბურძანია (საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი):

 

დღეს 8 აგვისტოა. სააკაშვილმა, რომლის უზნეობას და სიგიჟეს ყველა ჩვენთაგანი (მეც) ვაქეზებდით, ხელს ვუწყობდით, ან არ და ვერ ვუშლიდით, განაახლა შეჩერებული კონფლიქტი ოსი ეროვნების საკუთარ მოსახლეობასთან. ამ განახლებისთვის ემზადებოდა ოთხივე მხარე – რუსული, ოსური, აფხაზურიც და მითუმეტეს, სააკაშვილის ხროვა. სამწუხაროდ, ამას თავიანთი მზაკვრული წახალისებით და დანაშაულებრივი დუმილით ხელს უწყობდნენ ამერიკა და ევროპა. შედეგად, დაღუპული გმირები და კიდევ უფრო ჩიხში შესული კონფლიქტი.

მიმაჩნია, რომ რუსებმა უარი უნდა თქვან სეპარატული რეგიონების აღიარებაზე, საქართველოს ხელისუფლებამ – საკუთარი აფხაზი და ოსი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე და ამერიკამ და ევროპამ – კავკასიაში, მხოლოდ დესტრუქციის მომტან ჩარევაზე.

Inline
Inline