თაკო ჩარკვიანი: ახლა ამათ სწყინთ, რომ სალახანებად დარჩნენ!

Views: 2336
Avantgardia

დიახ, საქართველო ოკუპირებულია და თანაც ეს არ ახალია, უკვე მრავალი, მრავალი წელია ჩვენი დამპყრობელი მეზობელი ასე გვექცევა – ეს იმ არა ჯანმრთელი ადამიანების გასაგონად, ვისაც რუსეთის იმპერია თურმე საქართველოს “გადამრჩენელად” მიაჩნიათ – კარგად წაიკითხეთ ერეკლეს წერილი ავსტრიისადმი, როგორ თხოვს მეფე დახმარებას და, როგორ სურს მას, რომ საქართველო დასავლეთის პარტნიორი გახდეს – და მიშასადმი სიძულვილი ნუ დაგვავიწყებს, რომ ოსეთამდე აფხაზეთის ომი იყო, მანამდე 9 აპრილი, 1956 წლის 9 მარტი, 1978 წელს ენას გვართმევდა, ავტოკეფალია გაგვიუქმა, გაგვიუქმა მეფის ინსტიტუტი და გუბერნიად გვაქცია ამ “ერთმორწმუნემ” (ეს მათთვის, ვინც მას “ერთმორწმუნე მეგობრად თვლის” – ჩვენი ფრესკების და ძეგლების გადაღებვა – განადგურება ნუ დაგავიწყდებათ) და ბოლოს – აამუშავეთ უკვე არსებული ოკუპაციის კანონი – მართლა ღირსება აყრილები, ხომ არ ვართ?

გამოხტება ახლა ვიღაც ტვინარეული “დაქირავებული კაცაცო” და მეტყვის, აბა, იმ დროში არ ცხოვრობდით? და მამაშენი იმ დროში არ ცხოვრობდაო და ცუდად იყავითო? დიახ იმ დროში ცხოვრობდა და იმ დროში წერა ” რწმენის კედელი” და იმ დროში ითხოვდა ტყვიას თავისუფლებისთვის. ჰო, 1969 და 1972 წლებში ამბობდა “ტყვია მიზანში მოსახვედრიაო”- გარეთ რეჟიმი მძვინვარებდა და კიდევ იმ დროს ბეჭდავდა”ჟურნალ” ცისკარში “დათა თუთაშხიას”… რეზო ჯაფარიძის და კაკო ბაქრაძის წერილებს – ” თვალი პატიოსანს” და ვინ მოთვლის. კიდევ – ყდაზე ტრაქტორიც ბევრჯერ დაუხატავთ თავთავებით, იმიტომ, რომ ზუსტად ჟურნალ “ცისკრის” იმ ნომერში ანტისაბჭოთა ბომბს ბეჭდავდა – დიახ, იმ დროში ცხოვრობდა ჯანსუღი და მისი სამეგობრო და კაცები და ვაჟკაცები იყვნენ! 

ნუ ყველა არა, რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე გამონაკლისი სალახანა, რომლებიც სალახანებად დარჩნენ, ერთი ასეთი სალახანა პოეტი, როცა ქართულმა დელეგაციამ კრემლი დატოვა ( გახსოვთ გახმაურებული სკანდალი – როცა ასტაფიევმა ავადმყოფი ერი გვიწოდა), ეს სალახანა დელეგაციას არ გამოჰყვა გარეთ, დარჩა დარბაზში. მაშინ უთხრა ჯანსუღმა მას ის გახმაურებული ხუმრობა-ფუნაგორია: ” ბიჭო, შენ რამდენიმეჯერ გნახეს საგურამოში წიწამურთან, სულ ტყუილად დეეთრევი “რაგატკას” არ გესვრის არავინო” და ცხადია, ახლაც “იმ დარბაზში” ზის ის პოეტი, მათ ნარჩენებზე ნაკვები. ჰო და, ახლა სწყინთ, რომ სალახანებად დარჩნენ, მაგრამ რა ვქნათ, მათ სიმხდალეს ხომ არ გადავაყოლებთ ჩვენს ქვეყანას – ჩვენ სალახანების კი არა და ვაჟკაცების ქვეყანა უნდა ვიყოთ – ასე არ არის?

Inline
Inline