მაშველებმა ფოთში 5 ადამიანი გადაარჩინეს

Views: 145
Avantgardia

მაშველებმა ფოთში ზღვიდან 5 ადამიანი გამოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ტალღამ, ზღვის მოქცევის გამო, ტურისტები სიღრმეში გაიტაცა.

როგორც „კვირას“საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველებმა 10 წლამდე ასაკის 3 ბავშვი, მოზარდების მამა და ოჯახის ახლობელი ქალბატონი გადაარჩინეს. მათივე ინფორმაციით, ზღვაში 5 მაშველი შევიდა და ხუთივე ტურისტი სანაპიროზე უვნებლად გამოიყვანა. სასწრაფო დახმარების მისვლამდე, მათ პირველადი სამედიცინო დახმარებაც მაშველებმა აღმოუჩინეს. ყველა ტურისტი თავს კარგად გრძნობს.

 

წყარო: “კვირა”

Inline
Inline