ნუგზარ წიკლაურის გეგმა – წიწაკების რევოლუცია!

Views: 866
Avantgardia

“ვინც მართლა ივანიშვილს ებრძვის, გავერთიანდეთ:

არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ,
ერთპარტიული კონსტიტუციის წინააღმდეგ,
კოლაბორაციონისტების მთავრობის წინააღმდეგ,
პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ,
ოცნების ნაკომკავშირალი შარიკოვების წინააღმდეგ.

გავერთიანდეთ შენობებში, მოედნებზე და ქუჩებში საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნის მომავლისთვის”!

წყარო: ნუგზარ წიკლაურის “ფეისბუკგვერდი”

 

მინაწერი: ბატონო ნუგზარ, ეგეთი ხორკლიანი აზრები თავისით არ მოგივიდოდათ მაგ თავში, მიხას გავლენაა აშკარად. ესე იგი, გავერთიანდეთ შენობებში, მოედნებზე და ქუჩებში, არა? ნუ, ეხლა, კი გავერთიანდებოდით თქვენი მამულიშვილური ხათრით, მაგრამ რა გავაკეთოთ, წიწაკა ავკინძოთ ნემსით და ძაფითა? ისე, მაგ ოღრაში თავის ამბავი რო ვიცით, ემაგ წიწაკაშიც, ალბათ, არის რამე ღრმააზროვანი სიმბოლიზმი, ტყუილად არ დაიკიდებდით გვერდით. ისე, საკითხავია, წიწაკაა თუ ყუმბარები?!  

Inline
Inline