სააკაშვილმა პირველივე ჩასვლაზე პრობლემები გაუჩინა ლიტვას

Views: 6179
Avantgardia

სად არის ამჟამად მიხეილ სააკაშვილი? ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ის ლიტვაში იმყოფება. როგორც რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, სააკაშვილმა ამ ეტაპზე მოქალაქეობის მიღების დოკუმენტები არ ჩააბარა, ჯერ უკრაინის მოქალაქეობა უნდა დავიბრუნოო:

აუცილებლად უნდა დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ ჩამომართვეს. ბევრი უკრაინელია გაბრაზებული და თუ არ ვიბრძოლებ, ისინი თავს მოტყუებულად იგრძნობენ.

როგორც ხედავთ, სააკაშვილი ისევ „სპეკულიანტობს“, ისეთ სურათს ხატავს, თითქოს ყველა უკრაინელის გული მას გაჰყვა. არადა, ფაქტია, ჩვენი ნამაღლარი შავ დღეშია, გაუგზავნა თუ არა საქართველოს პროკურატურამ პოლონურ მხარეს, სააკაშვილის ადგილ-სამყოფელის შესახებ გვაცნობეთო, პოლონელებმა ეგრევე გაუშვეს ლიტვის მიმართულებით. რა თავხედობაც გამოიჩინა ამ ქვეყანამ უკრაინის მიმართ, ეგეც საკმარისად ჩათვალეს.

სხვათა შორის, ლიტვას უკვე გაუჩინა პრობლემები სააკაშვილმა და შესაძლოა, ეს გახდეს კიდეც მიზეზი, რომ ამ ქვეყანამაც შეიკავოს თავი მომავალში მოქალაქეობის მიცემაზე. დღეს ის იმყოფებოდა ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან და როგორც „ექსპრეს-ინფოს“ სანდო წყარო ატყობინებს, კარგახანს ლანძღა ჯერ ვლადიმერ პუტინი, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილი და არც პეტრო პოროშენკო დაუტოვებია „კურთხევის“ გარეშე. დაუკვირდით, პირველივე ჩასვლაზე ომის წამოწყება სამი სახელმწიფოს წინააღმდეგ, აწყობს კი ლიტვას რამდენიმე ახალი თავის ტკივილი? არა მგონია!

ალბათ, საქართველოს პროკურატურა ახლა ლიტვაში გააგზავნის მოთხოვნას, შეგვატყობინეთ, სად იმყოფება ამჟამად ძებნილი მიხეილ სააკაშვილიო და ესეც ან ესტონეთში გადაინაცვლებს, ან კიდევ ლატვიაში. ასე, რააა, სამ-სამი დღე ყველა ქვეყანაში და აგრილდება კიდეც.

 

გელა ზედელაშვილი

Inline
Inline