სიმონ კილაძე: მიხო პოლონეთში ჩასულა!

Views: 364
Avantgardia

გავრცელდა ინფორმაციები, რომ უკრაინიდან აშშ-ში გაქცეული მიხო პოლონეთში ჩასულა, ვარშავის 1944 წლის აჯანყების მორიგ წლისთავზე. ისმება კითხვა: როგორ? მისი უკრაინული პასპორტი ხომ გაუქმებულია, სხვა პასპორტი კი არ ჰქონდა… პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის პრეს-მდივანს აგნეშკას ეკითხებიან, როგორ ჩამოვიდა ვარშავაში მიხოო, ის კიდევ მიკიბ-მოკიბულად ამბობს, ამა და ამ კანონის, ამა და ამ მუხლის საფუძველზე, მე თქვენ პასუხს არ გაგცემთო. თუმცა, მგონი, ყველაფერი ძალიან მარტივადაა; ჩვენი სტრატეგპარტნიორი აშშ მიხოს ნიუ-იორკში ყოფნას მიმტევებლად უყურებს, პოლონეთში კი რომელი პარტიაა ხელისუფლებაში? “კანონი და სამართლიანობა”, ანუ რომლის ლიდერი იყო საქართველოს ეროვნული გმირი ლეხ კაჩინსკი (აწ უკვე გარდაცვლილი), შემდეგ კი მისი ძმა იაროსლავ კაჩინსკი. ალბათ, ბევრი ახსნა არ ჭირდება – ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული უმაღლეს დონეზე: მიხო მივიდა აეროპორტში, აიღო ბილეთი (ან არ აიღო), შეუშვეს თვითმფრინავში და ჰერი-ჰერი…
———–
ჰო, კიდევ ერთი მომენტი: პოლონეთისა და უკრაინის მთავრობებს შორის გარკვეული უთანხმოებაც არსებობს გარკვეულ მტკივნეულ საკითხებში, ამას წინათ დიპლომატიური ინციდენტიც კი მოხდა… როგორც ჩანს, პოლონეთმა უკრაინას წკიპურტი უთავაზა.

Inline
Inline