ჩხუბი გულშემატკივრებს შორის „ლოკომოტივის“ სტადიონზე (ვიდეო)

Views: 595
Avantgardia

თბილისში, „ლოკომოტივის“სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ 

სამართალდამცავებმა მოახერხეს და „ტორპედოს“ გულშემატკივრები სტადიონიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც ვითარება განიმუხტა. 

გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, მატჩი შეწყვეტილია. ამ დროის მონაცემებით,  „ლოკომოტივი“ ანგარიშით 2:0 ამარცხებს ქუთაისის „ტორპედოს“.

აღნიშნული მატჩი დაწყებიდან რამდენიმე წუთშიც შეჩერდა, ვინაიდან გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან მოედნისკენ ფეთქებადი მაშხალა ისროლეს. მატჩის მიწურულს გულშემატკივრებმა მაშხალა კიდევ ერთხელ ისროლეს, რასაც უკვე მატჩის ჩაშლა და გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცველების ჩაერვის შემდეგ ვითარება განიმუხტა.

დადგება თუ არა დღის წესრიგში მატჩის ხელახლა ჩატარების საკითხი და დაჯარიმდება თუ არა მომხდარის გამო რომელიმე კლუბი, აღნიშნულ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.

წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

Inline
Inline