გელა ზედელაშვილი: რა ქნა მიხომ, ეს რა ჩაიდინა?! გელა ზედელაშვილი: რა ქნა მიხომ, ეს რა ჩაიდინა?!
არა, რააა… მაინც ვერ მოისვენა, ადგა და მიეჭრა უკრაინას პოლონეთიდან. ჯერ ვითომ მიეჭრა, სამხედროებს აგინა, მერე გამობრუნდა, თავის „პადელნიკებთან“ ერთად გაქანდა და… დანარჩენი თქვენც... გელა ზედელაშვილი: რა ქნა მიხომ, ეს რა ჩაიდინა?!

არა, რააა… მაინც ვერ მოისვენა, ადგა და მიეჭრა უკრაინას პოლონეთიდან. ჯერ ვითომ მიეჭრა, სამხედროებს აგინა, მერე გამობრუნდა, თავის „პადელნიკებთან“ ერთად გაქანდა და… დანარჩენი თქვენც იცით. მთელი დღე იწვალა 10-ში, ხან მატარებელში გაჭედეს, ხან კიდევ ბაქანზე დასცა ბოლთა. არავითარი თავმოყვარეობა, არავითარი ნამუსი, არავითარი სინდისი, სხვებზე რომ არაფერი ვთქვა, აპროწიალა ცოლ-შვილი აღმა-დაღმა, დაღალა, დაყარა, ანერვიულა, ბოლოს, როგორც უკვე გითხარით, გაქანდა და დურთა თავი პირდაპირ ლვოვში, ვერ გაბედა კიევისკენ წასვლა.

„ნაცები“ აღარ არიან ჭკუაზე, არც აქამდე იყვნენ, მაგრამ ახლა მთლად აუდუღდათ თავებში ტომატი – ჰეეეე, ჩვენმა მიშამ აჯობა „პარაშენკოს“, ნახეთ, რა მაგარი მამულიშვილი გვყააააამსო! გადადიან და გადმოდიან მალაყზე, გაუდით ბუკი და ნაღარა. ვისაც ჭკუას ეკითხებიან „ნაცებში“, ვისაც ე.წ. ტელევიზიები იწვევენ სტუდიებში, იმათ ხომ აუშვეს და აუშვეს – უკვე გაისმა მოწოდებები: არიქა, „ოცნება“ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ჩემოდანზე ზის, „ქოცებო“, გადმოდით „ნაცმოძრაობაში“… „პარაშენკოც“ დამთავრებულია, პუტინიც დამთავრებულია, MIHA თითქმის უკრაინის პრეზიდენტია, მალე საქართველოსაც გაათავისუფლებს, მერე რუსეთს შეუტევს, იმასაც დაიხსნის გველეშაპის კლანჭებიდან და ვიცხოვრებთ ბედნიერად დემოკრატიულ სამყაროშიო.

ზიხარ ადამიანი, კითხულობ ამ „დარდაკების“ აბრაკადაბრას, უსმენ ტელევიზორში ამ აბუეტების „ბრძნულ“ გამონათქვამებს და მხოლოდ ერთი კითხვა გიჩნდება: თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ? კი, აქვთ, თანაც ძალიან გრძელი, მაგრამ თქვენ გგონიათ, იკისრებენ? რას ამბობთ, რაც აქამდე გაუკეთებიათ, იმაზეც უარს არიან, როდისაო? სადაო? როგორო? რანაირადო? მოგეჩვენათო! პრინციპში, იციან მაგათ საქართველოს მოსახლეობის მოკლე მეხსიერების ამბავი და სწორადაც იქცევიან. დღეს კი არა, მაგალითად, მე 2013 წელსვე ვხედავდი ადამიანებს, რომლებსაც აღარ ახსოვდათ, რა ჩაიდინეს „მიხუინებმა“. ზოგს ახსოვს, მაგრამ ფიქრობს, ჩემთვის ტრაკში „დუბინკა“ არ გაუკეთებიათ და რა მენაღვლებაო? მართალია ეს ხალხი, ზოგისთვის არც „დუბინკა“ გაუკეთებიათ, არც ცოცხი გაუთხრიათ, არც შვილი მოუკლავთ, არც ქონება წაურთმევიათ, არც ცოლი გაუუპატიურებიათ და რა ენაღვლება? ერთმა ისიც კი მითხრა: რავი, ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ, ვინც მოკლეს და მოტ…ნეს, ალბათ ღირსი იყოო!

ვერაფერს იზამ… ასეთი ხალხი ვართ, გაუტანელი და უჯიშო, სანამ პირადად არ მოგვადგებიან, ხმას არ ვიღებთ. ვინც იღებს, იმასაც ტალახში ვსვრით. თუ სიტუაცია გადატრიალდა, ფინიშთან ისევ უჯიშოთა „პარადი“ დაგხვდებათ, ვინც უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოლა, იმას იქ ვინ მიასუნინებს? ხშირად მახსენდება ხოლმე ზვიად გამსახურდიას პერიოდი, როდესაც ცხონებული პრეზიდენტი გახდა, მაშინ ტელე-რადიო კომიტეტში ვმუშაობდი და საკუთარი თვალით ვხედავდი, რა ხდებოდა – ჟურნალისტებმა, რეჟისორებმა, ამანოებმა, იმანოებმა ეგრევე დაიწყეს ფილმებისა და გადაცემების მომზადება, სადაც ბატონი ზვიადი ღმერთკაცად ჰყავდათ გამოყვანილი. წერდნენ სცენარებს, ჩადიოდნენ სამეგრელოში, ეძებდნენ ფესვებს, იკვლევდნენ, საიდან მოდიან გამსახურდიები და ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ პირდაპირ დავით აღმაშენებლის შთამომავლებად ასახელებდა. საქმე ის გახლავთ, რომ როგორც კი მოღალეტეებმა პრეზიდენტი დაამხეს, მათ სცენარებიც, გადაცემებიც და ფილმებიც დაწვეს, გააქრეს, გაანადგურეს და ახლა ედუარდ შევარდნაძის ქება-დიდებაზე გადავიდნენ. აი, ეს ხალხი მოდის დღესაც, მოდის და მოდის. კაი, დავანებოთ ამას თავი და იმაზე ვიმსჯელოთ, მართლა მაგარია მიხო სააკაშვილი თუ სინამდვილეში არიფულად გაება პოროშენკოს ხაფანგში? თქვენი არ ვიცი და მე კი მეჩვენება, რომ ის სპეციალურად შეიტყუეს უკრაინაში და გამოამწყვდიეს ლვოვში. ახლა სადღა წავა? იძახის, პასპორტი პოლიციელებმა მომპარესო. მოპარეს თუ თვითონ დახია, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, ნუ გამოვრიცხავთ, ესეც მისი სცენარის ერთი დეტალი იყოს. მივა საემიგრაციო სამსახურში და იტყვის, უნდა ჩაგბარდეთ, პასპორტი დავკარგეო. თუმცა ამჯერად საუბარია გაუქმებულ პასპორტზე და თანაც ძალისმიერი მეთოდებით საზღვრის გადაკვეთაზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით – დაუმორჩილებლობაზე და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რაც 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ახლა ამიხსენით, რა უხარიათ გამოთაყვანებულ „ნაციონალებს“? წვერცანცარა ნიკა გვარამია ღადაობს, ნეტა ახლა „ქოცების“ შტაბში შემახედა, რა ხდებაო. მე გეტყვი, ნიკოლოზ, „ოცნების“ შტაბში მიხოც და “ნაციონალებიც” ყველას ერთ ადგილას ჰკიდიხართ!

რაც შეეხება მიხოს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ტარტაროზი თავისმა კიტრმა მომხრეებმა საკუთარი ხელით ჩააბარეს პოროშენკოს. ყველა წავა-წამოვა და ცოტა ხანში სააკაშვილი დარჩება მარტო. ახლა რაღას იზამს? ვეღარც პოლონეთში წავა, ვეღარც ლიტვაში და ვეღარც ზიმბაბვეში, უნდა იჯდეს ლვოვში და ელოდოს, როდის მიაკითხავენ!

დატოვე კომენტარი

No comments so far.

Be first to leave comment below.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Inline
Inline