დავით ოქიტაშვილი: პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებ დავით ოქიტაშვილი: პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებ
დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. კანდიდატურის მოხსნის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განცხადა. მანამდე ოქიტაშვილმა ყრილობის დელეგატებს სიტყვით მიმართა. “ჩვენი... დავით ოქიტაშვილი: პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებ

დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. კანდიდატურის მოხსნის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განცხადა.
მანამდე ოქიტაშვილმა ყრილობის დელეგატებს სიტყვით მიმართა.
“ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს მიუახლოვდა. მე და ჩემმა მეგობრებმა რთული და ემოციურად დაძაბული სამკვირიანი ბრძოლა დავასრულეთ. ჩემი მცდელობა, შევხვედროდი ჩემ კოლეგა დელეგატებს, გავსაუბრებოდი მათ და ჩემი გეგმები გამეცნო, უშედეგოდ დამთავრდა. გარდა იმისა, რომ არ მოგვცეს დროულად ყრილობის შესაბამისი დოკუმენტაცია, არ მოგვცეს მშვიდ ვითარებაში წესდებაზე მუშაობის საშუალება, გადაგვიმალეს დელეგატთა სიები, დიახ, თქვენი სახელები და გვარები. უფრო მეტიც, საფუძვლად ამ უკანონობას თქვენი, დელეგატთა დაცვა, ჩემგან თქვენი სიცოცხლის დაცვა დაუდეს. ეს არ არის მარტო შეურაცხმყოფელი, ეს სერიოზული ბრალდება და დანაშაულია“, – განაცხადა ოქიტაშვილმა.

დატოვე კომენტარი

No comments so far.

Be first to leave comment below.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Inline
Inline