დავით ლორია: თქვენთან მოვლენ ადამიანები და გეტყვიან, არჩევნებს უნდობლობა გამოვუცხადოთო დავით ლორია: თქვენთან მოვლენ ადამიანები და გეტყვიან, არჩევნებს უნდობლობა გამოვუცხადოთო
თქვენთან მოვლენ ადამიანები და გეტყვიან, არჩევნებზე არ წახვიდეთ, არჩევნებს უნდობლობა გამოვუცხადოთო. არავინ არ არის ხმის მიცემის ღირსი, ერთი მაგათიცო… ეს კი ხელს შეუწყობს, “ქართული... დავით ლორია: თქვენთან მოვლენ ადამიანები და გეტყვიან, არჩევნებს უნდობლობა გამოვუცხადოთო

თქვენთან მოვლენ ადამიანები და გეტყვიან, არჩევნებზე არ წახვიდეთ, არჩევნებს უნდობლობა გამოვუცხადოთო. არავინ არ არის ხმის მიცემის ღირსი, ერთი მაგათიცო… ეს კი ხელს შეუწყობს, “ქართული ოცნების” შემდეგ გაყოფილმა “ნაცმოძრაობამ” მიიღოს მაღალი რეიტინგი. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაცმოძრაობამ” მიღებული ხმებით 27% დააგროვა. მერე კი ერთი წლის განმავლობაში მათი წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ამომრჩევლების ერთმა მესამედმა ჩვენ დაგვიჭირა მხარი და ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალაო. სინამდვილეში კი, მათ არჩევნებში მისული ამომრჩევლების ერთმა მესამედმა დაუჭირა მხარი და არა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ არჩევნებზე მივიდნენ მხოლოდ პარტიის წევრები და მხარდემჭერები. საქართველოს პარლამენტში ამიტომ აისახა მხოლოდ პარტიის წევრების და მხარდამჭერების რაოდენობით მიღებული მანდატების რაოდენობა. ნეიტრალურები, რომლებსაც შეეძლოთ ცუდსა და კარგს შორის, ან კარგსა და უკეთესს შორის, ან თუნდაც ცუდსა და უარესს შორის გაეკეთებინათ არჩევანი, არ მივიდნენ არჩევნებზე. ამიტომ მივიღეთ “ნაცმოძრაობა” მეორე ადგილზე და ამიტომ მიეცათ მათ სიტყვის თმქის უფლება, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე ქვეყნის გარეთ არსებულ უფრო ფართო დარბაზებში, უფრო მაღალ ტრიბუნებთან.

გამომდინარე აქედან, თუ იგივე განმეორდა წელსაც და მომავალშიც, მივიღებთ იგივე შედეგს. თუ ყველა ის ამომრჩეველი, რომელსაც უნდა, რომ “ნაცმოძრაობა” გაკოტრდეს და განადგურდეს, მის წინააღმდეგ არჩევანის გასაკეთებლად აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე! ვიმეორებ: თქვენთან მოვლენ ადამიანები სიტყვებით: “ქართული ოცნებ”ა არ არის ღირსი, მხარი დავუჭიროთო. სხვები, მით უმეტეს, არაფრად ვარგიან, მხოლდო ხმის მიცემის გულისთვის იბრძვიან, საქმის გამკეთებლები ესენი არ იქნებიანო.

ამით მიღებული შედეგი იქნება ის, რომ “ნაციონალებისა” და ევროპული საქართველოს ამომრჩევლები მივლენ არჩევნებზე და მათი გაკეთებული არჩევანით დაგვიდგება მომავალი, რის გამოც შეიძლება მერე საომარიც გაგვიხდეს. ვისაც უნდა, რომ “ნაცმოძრაობა” დამთავრდეს, მივიდეს არჩევნებზე და მათ საწინააღმდეგოდ შემოხაზოს ნებისმიერი პარტია და პარტიის მერობის კანდიდატი.

დატოვე კომენტარი

No comments so far.

Be first to leave comment below.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Inline
Inline