მაია ნიკოლეიშვილი: რესპუბლიკელების წინასაარჩევნო კლიპი არის შეურაცხმყოფელი! მაია ნიკოლეიშვილი: რესპუბლიკელების წინასაარჩევნო კლიპი არის შეურაცხმყოფელი!
გამაოცა და გამაბრაზა რესპუბლიკელი ქალბატონების წინასაარჩევნო კლიპმა: უაპელაციოდ, მტკიცებულებების გარეშე არის მოწოდებული ღია ბრალდებები ქართული ეკლესიის ყველა რგოლის მიმართ, და ეს ბრალდებები ქართული ეკლესიის... მაია ნიკოლეიშვილი: რესპუბლიკელების წინასაარჩევნო კლიპი არის შეურაცხმყოფელი!

გამაოცა და გამაბრაზა რესპუბლიკელი ქალბატონების წინასაარჩევნო კლიპმა: უაპელაციოდ, მტკიცებულებების გარეშე არის მოწოდებული ღია ბრალდებები ქართული ეკლესიის ყველა რგოლის მიმართ, და ეს ბრალდებები ქართული ეკლესიის დაფინანსების შეცვლის წინასაარჩევნო იდეითაა შეფუთული!
რესპუბლიკელების კლიპი რომ წინასაარჩევნოდ მათი ისედაც მწირი ამომრჩევლის დაკარგვას გამოიწვევს, ეს ფაქტია, და არ შეიძლება, არ იცოდნენ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს დანაკარგი ეკლესიის ღია და აგრესიული დისკრედიტაციის ფასად უფრო მნიშვნელოვანია ამ პარტიადწოდებული აგრესიული ენჯეოსათვის!
რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო კლიპის ფორმა (იდეას არ განვიხილავ) შეურაცხყოფს ჩემი, როგორც მართლმადიდებელის რელიგიურ გრძნობებს!

თუ თქვენც ასეთივე განწყობა გაქვთ, შესაძლებელი იქნება, მოვითხოვოთ ჩვენი რელიგიური გრძნობების და ქართული ეკლესიის მადისკრედიტებელი კლიპის ფორმის “გადახედვა” ან აკრძალვა!

დატოვე კომენტარი

No comments so far.

Be first to leave comment below.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Inline
Inline