წყალწაღებული, რომელიც ხავსსაც ვეღარ ეჭიდება წყალწაღებული, რომელიც ხავსსაც ვეღარ ეჭიდება
მამუკა გამყრელიძე (გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ე.წ. ოპოზიციონერი, რომელიც უსაგნოდ იტანჯება): “ნიუსფიდს გადავავლე თვალი და ვერაფერი ვნახე საინტერესო. თავადაც აღარაფერი დამრჩა სათქმელი. უაზრობაა ასე უსაგნოდ... წყალწაღებული, რომელიც ხავსსაც ვეღარ ეჭიდება

მამუკა გამყრელიძე (გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ე.წ. ოპოზიციონერი, რომელიც უსაგნოდ იტანჯება):

“ნიუსფიდს გადავავლე თვალი და ვერაფერი ვნახე საინტერესო. თავადაც აღარაფერი დამრჩა სათქმელი. უაზრობაა ასე უსაგნოდ ბობოქრობა. ტყუილად ვღეჭავთ ერთსა და იმავეს იმის მაგივრად, რომ ხალხში რაღაც საპროტესტო მუხტი გავაჩინოთ. არჩევნებით ამათ ვერ გავუშვებთ. ფეისბუკპოსტებით და საგაზეთო სტატიებით მითუმეტეს. ტელევიზიის როლიც გადამეტებულადაა შეფასებული. ხალხთან უშუალო მუშაობაა საჭირო!
ოპოზიციას (ყველას ერთად ვგულისხმობ !), ერთი მრავალათასიანი მიტინგის მოწყობა არ შეუძლია ფულის გარეშე. რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანას ფული სჭირდება, რომელიც არ არის, თბილისელები კი არ გამოდიან, რადგან არც სჯერათ ამ ოპოზიციის და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, აწყობთ ასეთი ცხოვრება. ამ დროს ჩვენ, ოპოზიციურად განწყობილი ხალხი, აქ ერთმანეთს ვჭამთ. ხელისუფლება კი მშრალად გამოდის.
ჩავაძაღლებთ ამ არჩევნებს და იმედია მიხვდებით, რომ უნდა გავერთიანდეთ და ხალხში გავიდეთ. არა და ვიკინკლავოთ ასე შტერებივით და ეს მთავრობა გააგრძელებს ჩვენს თავებზე ლაფის დასხმას”!

მინაწერი: ბატონო მამუკა, ნუ მიედ-მოედებით, დაიხურეთ ქუდი და წადით სახლში, ხალხს ამოუვიდა თქვენი დემაგოგია ყელში და ამიტომაც არ გაქვთ მხარდაჭერა. ნუთუ ვერ უნდა მიხვდეთ სრულწლოვანი ადამიანი ამდენს?!

დატოვე კომენტარი

No comments so far.

Be first to leave comment below.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Inline
Inline