გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში ანგელა მერკელს შეხვდება გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში ანგელა მერკელს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, 27 სექტემბერს, ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა... გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში ანგელა მერკელს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, 27 სექტემბერს, ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

დატოვე კომენტარი

No comments so far.

Be first to leave comment below.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Inline
Inline