ნინო ჯღარკავა: ელო, ჟურნალისტებს ვეღარ აკოტროლებ, შე უბედურო?! ნინო ჯღარკავა: ელო, ჟურნალისტებს ვეღარ აკოტროლებ, შე უბედურო?!
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა გაზეთ “ქრონიკა +”–ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუს ეხმაურება და ელისო კილაძეს მიმართავს: “ვაიმეე, ეს რა რამსები აგრევია ბელუქს – რამდენიმე თვის წინ... ნინო ჯღარკავა: ელო, ჟურნალისტებს ვეღარ აკოტროლებ, შე უბედურო?!

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა გაზეთ “ქრონიკა +”–ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუს ეხმაურება და ელისო კილაძეს მიმართავს:

“ვაიმეე, ეს რა რამსები აგრევია ბელუქს – რამდენიმე თვის წინ ,,ანტრიკოტაზე” ღადაობდი, თავისი მოძღვარის შვილი კორპორაციაში დაასაქმაო. ხოდა, ამ გოგოზე დღევანდელ ნომერში ისეთი ხოტბამოსხმული ინტერვიუ გიდევს ორგვერდიანი, სოსო გოგაშვილის დავალებებს ასრულებ, ელო? ჟურნალისტებს ვეღარ აკოტროლებ, შე უბედურო, თუ თავისუფალი ჟურნალისტის მანტია მოისხი”?!

ცნობისათვის: გაზეთ “ქრონიკა +”-ის წინა ნომერში გამოქვეყნდა მასალა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის, სოსო გოგაშვილის მოძღვარის, მამა ალექსი ადამაშვილის (ქაშუეთი) შვილი, მარიამ ადამაშვილი ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაასაქმეს. აქვე გახლდათ დასმული შეკითხვა: “ეს კორპორაცია “ანტრიკოტას” კანტორაა”?!

ნინო ჯღარკავა კი აღნიშნავს, რომ დღეს ელისო კილაძის გაზეთი იმავე მარიამ ადამაშვილს ორ გვერდს უთმობს და აქებს.

დატოვე კომენტარი

No comments so far.

Be first to leave comment below.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Inline
Inline