კახა კალაძე ვეტერანებსა და აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს შეხვდა კახა კალაძე ვეტერანებსა და აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს შეხვდა
„მჯერა, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ამისთვის საჭიროა ეკონომიკურად ძლიერი და წინწასული ქვეყანა ავაშენოთ“ – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის... კახა კალაძე ვეტერანებსა და აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს შეხვდა

„მჯერა, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ამისთვის საჭიროა ეკონომიკურად ძლიერი და წინწასული ქვეყანა ავაშენოთ“ – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს ვეტერანებთან და აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, ყველა პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი ძლიერი ეკონომიკის პირობებში.

„მე ყველას მოგიწოდებთ ერთობისკენ. ყველამ ვიცით რამხელა ძალა აქვს ერთობას, ეს დავანახეთ მსოფლიოს 2012 წლის 1 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც არავის ეგონა, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით შევძლებდით ჩაგვენაცვლებინა წინა ხელისუფლება. ახლაც რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. კარგად მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს, იყო ქალაქის მერი. კარგად ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს. შესაბამისად, მე მზად ვარ შევიდე ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, რადგან შეუძლებელია მარტო შეეჭიდოს ადამიანი ამ პრობლემებს. მე მაქვს ყველა თქვენგანის იმედი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენც უნდა გქონდეთ ჩემი იმედი“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე მყოფმა ვეტერანებმა კახა კალაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

„ვეტერანების აქტიური ჯგუფი მხარს ვუჭერთ კახა კალაძეს. ის არის მებრძოლი ადამიანი, იცის შრომის ფასი და იცის, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ვეტერანებმა და მთლიანად საზოგადოებამ უკეთ იგრძნოს თავი“ – აღნიშნა ჯანრი უბერიამ.

ვეტერანებს შეუერთდა პარლამენტის წევრი, გენერალი კობა კობალაძეც, რომელმაც მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს მებრძოლების დაფასებისთვის.

„თუ ვინმე დააფასა ნაწილობრივ ჩვენი ვეტერანების ყოფა-ცხოვრება და ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნა, ეს ზუსტად იმ გუნდმა და იმ ბირთვმა, რომლის ერთ-ერთი ლიდერია კახა კალაძე. შინდისში არის ტაძარი, რომელიც იქ დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებლად არის აგებული. სხვა ბევრ კარგ საქმესთან ერთად, სწორედ კახას პირადი დანაზოგით და სურვილით აშენდა ეს ტაძარი“ – განაცხადა კობა კობალაძემ.

ვეტერანებსა და თბილისის მერობის კანდიდატს შორის შეხვედრა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. 24 წლის წინ, სოხუმი 13-თვიანი და 13-დღიანი ომის შემდეგ დაეცა. აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტს ათი ათასზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 ათასამდე დევნილი კი, უსახლკაროდ დარჩა.

დატოვე კომენტარი

No comments so far.

Be first to leave comment below.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Inline
Inline