სოხუმის დაცემის დღე… სოხუმის დაცემის დღე…
კახა კალაძე: ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომიც საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია „1993 წლის 27 სექტემბერს კიდევ ერთი ცრემლიანი და სისხლიანი დღე ჩაიწერა... სოხუმის დაცემის დღე…

კახა კალაძე: ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომიც საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია
„1993 წლის 27 სექტემბერს კიდევ ერთი ცრემლიანი და სისხლიანი დღე ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. საქართველო იყო ყველა კუთხის სახლი – დაწყებული აფხაზეთით, დამთავრებული სამაჩაბლოთი. საუკუნეებია ერთი წინაპარი გვყავდა, ერთი მონარქია, ერთი სამშობლო გვქონდა. ის ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომიც საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპული ადამიანის ოჯახს, ახლობლებს. ეს არის თითოეული ჩვენგანის გულისტკივილი. მჯერა, რომ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო“, -აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული 13-თვიანი და 13-დღიანი ომი სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტს ათი ათასზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 ათასამდე დევნილი კი, უსახლკაროდ დარჩა.

დატოვე კომენტარი

No comments so far.

Be first to leave comment below.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Inline
Inline