მარიამ საბიაშვილი: საკრებულოა, თუ ვაგზლის ბაზარი? მარაზმია!!! სირცხვილია!!! მარიამ საბიაშვილი: საკრებულოა, თუ ვაგზლის ბაზარი? მარაზმია!!! სირცხვილია!!!
საკრებულოა, თუ ვაგზლის ბაზარი? მარაზმია!!! სირცხვილია!!! ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ, ასე თუ გაგრძელდა… დროა, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების აზრი, თავის მხრივ, ოპოზიციამ თავი შეიკავოს... მარიამ საბიაშვილი: საკრებულოა, თუ ვაგზლის ბაზარი? მარაზმია!!! სირცხვილია!!!

საკრებულოა, თუ ვაგზლის ბაზარი? მარაზმია!!! სირცხვილია!!!
ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ, ასე თუ გაგრძელდა… დროა, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების აზრი, თავის მხრივ, ოპოზიციამ თავი შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისაგან. რეალურად არც ერთი უქნიხართ ღმერთს და არც მეორე… ყველა ძალიან კარგად ირგებთ იმას, რასაც ირგებთ… თუმცა ეს ყველაფერი დროებითია. მე მჯერა საზოგადოების გონიერების!!!

ჩემი აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საშინლად გამაღიზიანა საკრებულოს კადრებმა… ნუთუ ესაა ჩვენი სახე? ქუჩური გარჩევები, ლანძღვა, გაწევ-გამოწევა. წინ წავალთ ასე და ბევრს მივაღწევთ. განსხვავებული აზრი და კრიტიკა ყოველთვის ყველგან არსებობს, თუმცა ბაზარი ნამდვილად არ უნდა მოაწყო მსგავს ადგილას. ხელისუფლებამაც უნდა გაიგოს, რომ აუცილებელია გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი… ყოველთვის წინააღმდეგი ვარ და ვიქნები უკანონობის მიმართ. მაქსიმალურად ცდილობენ პოლიტიკური პარტიები პლიუსების დაწერას, რეალურად კი რას ვიღებთ? არაფერს ახალს და საინტერესოს… საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეტი აქტიურობაა საჭირო. სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები უნდა მართავდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციებს და არა პირიქით.
მე ნამდვილად მჯერა საზოგადოების გონიერების!!! ოდესმე ყველა უკანონიბისთვის აუცილებლად აგებს პასუხს ყველა!!! გასაგებია, პოლიტიკა სწორედ ერთმანეთთან დაპირისპირებული ინტერესია, თუმცა არ შეიძლება ამ ინტერესის ძალით გატანა… ეს მინიმუმ უნდა ჰქონდეს გათავისებული ყველა მხარეს, თორემ ყოველთვის მივიღებთ იმ ბაზარს, რაც ახლა ვნახეთ

დატოვე კომენტარი

No comments so far.

Be first to leave comment below.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Inline
Inline