ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში სპეცრაზმია მობილიზებული – ადგილზე შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში სპეცრაზმია მობილიზებული – ადგილზე შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე იმყოფება შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობის ნაწილსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივებმა პოლიციელებს... ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში სპეცრაზმია მობილიზებული – ადგილზე შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე იმყოფება შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობის ნაწილსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივებმა პოლიციელებს ქვები ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს. შს მინისტრი ვითარების გასაცნობად შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრა.
დაპირისპირება სოფელ კუმურდოში მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაციის გამო დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ადგილობრივების ნაწილმა კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავს, შეღწევა სცადა. დაპირისპირების შედეგად, ნაცემი და დაშავებულია დაცვის პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი.
მათ დასახმარებლად პოლიცია გამოიძახეს. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

წყარო: “კვირა”

დატოვე კომენტარი

No comments so far.

Be first to leave comment below.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Inline
Inline