კატეგორიის გარეშე

ალეკომ “კინტოური” დაუარა, რაც შემდეგ მოხდა, არავინ ელოდა, თბილისი შოკშია!

ეხლა ალეკო ელისაშვილს ვღაცა ეტყვის, კინტო ხარო და ეწყინება, არაო, ყარაჩოხელი გახლავართო. არადა, ფაქტია, მან “კინტოური” დაუარა.

ეხლა იმასაც იტყვის, დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ, სხვის დაკრულზე არ მიცეკვიაო. ეგე, ესეც ფაქტია.

რაც შემდეგ მოხდა, ამას ნამდვილად არავინ ელოდა… “კინტოურის” ცეკვის დროს ალეკოს გონებაში სასწაული გაელვება მოხდა, ანუ მოკლე ჩართვა და მისმა მეორე “მე”-მ ჩასძახა: ჰეეეეე, ალეკო, ჰეეეეე, ნუთუ თბილისის მერობაზე არასდროს გიფიქრია?! ჰოოო, ჰოოო, მააააშ, როგორ არ მიფიქრია?! – შესძახა პირველმა “მე”-მ მეორეს. ჰოდა, მიდი, ეხლა შენი დროა! – უპასუხა მეორემ პირველს.

აი, ასე დაიბადა ალეკოს გამერების იდეა, რამაც თავისთავად წარმოშვა ზეაღმატებული გრძნობების მოზღვავება და თავდაჯერებულობა. იმხელა თავდაჯერებულობა, რომ კახა კალაძეს საბურთაოდაც კი იწვევს. ისე, მართლა რომ გავიდეს მაგასთან კალაძე საბურთაოდ, ხომ გაიხა ნაკერავზე ალეკო?!

მოკლედ, დაუარა და დაუარააააა… რაც შემდეგ მოხდა, არავინ ელოდა, მარტო თბილისი კი არა, მთელი დედამიწა შოკშია!

 

გელა ზედელაშვილი