კატეგორიის გარეშე

უცნობი გმირები – დააკვირდით ფოტოს, შეიძლება ამოიცნოთ

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ 16 ოქტომბერს გომბორის გადასახვევთან, დაღმართზე, სადაც გარვევით წერია: “მძღოლო, ფრთხილად, წინ საშიში დაღმართია”, დაახლოებით 13 საათზე, სისწრაფის გადაჭარბების შედეგად მოხდა საშინელი ავარია. ერთ-ერთ ავტომობილში აღმოჩნდნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც გონდაკარგულები ძლივს გამოიყვანეს შემთხვევის ადგილზე სპონტანურად მოგროვილმა ადამიანებმა და გადაარჩინეს.

კარგად დააკვირდით ფოტოს, ალბათ ამოიცნობთ, ისინი თქვენს გვერდით არიან, თქვენი ძმები, მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, შეიძლება ოჯახის წევრებიც, ამ ადამიანებმა 16 ოქტომბერს, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდოდა, არნახული გმირობა გამოავლინეს – არ დაიბნენ, შორიდან არ დაუწყიათ ყურება… ვიმეორებთ, მათ ბავშვებს სული შთაბერეს და სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან.

მადლობა მათ, ასეთი გმირობისთვის!