სკანდალი

თბილისის “დინამო” მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 11 ათასი ლარით დააჯარიმა

წერილი მეორე

ოდესღაც ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი თბილისის “დინამო” მისმა ფაქტობრივმა მფლობელმა, რომან ფიფიამ ისე გააფარჩაკა, იმ დონემდე დაიყვანა, ლამის კვირაში ერთხელ აჯარიმებენ. ამჯერად გადავწყვიტეთ, დავდოთ მხოლოდ ფაქტები და არაფერი ფაქტების გარდა:

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

დათვალიერების ოქმი # 4-6/ო 1052-17. თარიღი – 04.10. 2017 წ.

“ქ. თბილისში, ბორის პაიჭაძის ქუჩის მიმდებარედ, საფეხბურთო კლუბ “დინამო” თბილისის საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე განთავსებულია კაპიტალური შენობა, რომელიც არ ფიქსირდება 2014 წლის ორთოფოტოზე.

დარღვეულია თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის  #01/480 ბრძანებით შეთანხმებული პროექტი. დარღვევის გამოსწორების მიზნით, გევალებათ, შესაბამისობაში მოიყვანოთ შეთანხმებულ პროექტთან. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები. საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება 3000 (სამი ათასი) ლარით. დარღვევის გამოსწორების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე”.

ძვირფასო მკითხველო, ახლა რომ დაწვრილებით ჩამოვთვალოთ, რა დარღვევები აღმოუჩინა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რომან ფიფიას თბილისის “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე, ძალიან შორს წავალთ და შეიძლება სპეციალური ტერმინოლოგია არც იყოს თქვენთვის საინტერესო. ამიტომ, შევეცდებით, პოპულარულ ენაზე აგიხსნათ ყველაფერი: მოკლედ, ამ ვაჟბატონს, რომელმაც “დინამო” 1 ლარად გადაიფორმა ჯერ კიდევ 2010 წელს და ტრაბახობდა, აქაურობა ოაზისად უნდა ვაქციო, ხოლო კლუბი მსოფლიო გრანდადო, დარღვევები აქვს როგორც ადმინისტრაციულ შენობაში, ასევე სპორტდარბაზში, ეზოში, სტადიონზე და შესასვლელ-გამოსასვლელში. ფიფიას შეცვლილი აქვს კონფიგურაცია ისე, რომ საერთოდ აღარ შეესაბამება გეგმის ნახაზებს. აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ კაცი აშენებს, ჯანდაბას, იყოს დარღვევა, რატომ ჩხირკედელაობთ? აი, ამ კითხვაში ნამდვილად არის რაციონალური მარცვალი, მაგრამ პასუხი იქნება გამანადგურებელი: ჯერ ერთი, თუ გვინდა, რომ ავაშენოთ ნორმალური სახელმწიფო, კანონს უნდა დაემორჩილოს ყველა, ფიფიაც, ქიბროწაშვილიც, პავლიაშვილიც და პეტრიაშვილიც. მეორე – როდესაც სცდები შენი ტერიტორიის ფარგლებს, იტაცებ სხვის კუთვნილ, შპს “გოგი და კომპანია”-ს, შპს “ბაუ სტარი”-ს საკუთრებას, 1650 კვადრატულ მეტრ მიწას (რომელიც 2008 წელს შეძენილია კვ.მ $600-ად და შესაბამისად მიტაცებულ მიწაზე გადახდილია 1650*600=990 000$) და მერე ეწევი სპეკულაციას “დინამოს” სახელით, ეს უკვე თაღლითობა და დანაშაულია. მესამე – როცა იტაცებ თბილისის მერიის კუთვნილ  613 კვადრატულ მეტრ მიწას (საბაზრო ფასი 1 000 000 ლარი), საწვრთნელ ბაზაზე აშენებ მხოლოდ საკურდღლეს, მოგყავს კიტრი და პომიდორი, ხალხს აღარ უნდა აუხვიო თვალები, მალე “დინამოს” მსოფლიო გრანდად ვაქცევ, პირობები მჭირდება, მე ყველაფერი მეპატიებაო. მეოთხე – არ შეიძლება, შენ მუდმივად “ბაირამობდე”, მილიონებად შეფასებულ ქონებას 1 ლარად იგდებდე ხელში, მერე ამ ქონებას ორგზის დებდე ბანკში და ამ დროს სხვას აზარალებდე, ასეულობით მუშას თუ სპეციალისტს ტოვებდე უმუშევრად. იმ მშენებლობის გაჩერებას ითხოვდე, სადაც ისედაც გაჭირვებულ ხალხს მშენებარე ბინებში ფული აქვს ჩადებული და დღე-დღეზე თავშესაფარს ელოდება. მიზეზი? მხოლოდ ის, რომ წილში არ შეგიყვანეს, შენს ჭკუაზე არ გაიარეს და შენი ხუშტურები არ გაიზიარეს. “დინამოს” წარსულით მანიპულირება აღარ გამოდის, ფეხბურთელებს ჰაერი აღარ მიუვათ, თუ საწვრთნელი ბაზის მიმდებარედ 16-სართულიანი კორპუსი აშენდებაო, – ეს უკვე სასაცილო მოტივია.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ჩვენ წარმოგიდგინეთ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ერთი ოქმი, ახლა ვნახოთ მეორე, რომელიც დაწერილია 2017 09,10. აქ თბილისის “დინამო” უკვე დაჯარიმებულია 8000 (რვა ათასი) ლარით (სხვის ტერიტორიაზე უნებართვო კაპიტალური მშენებლობის გამო). დარღვევების გამოსწორების ვადა მითითებულია 20 დღე. ყოველგვარი ვადა, პირველი ოქმის შემთხვევაშიც და მეორე ოქმის შემთხვევაშიც ამოწურულია, როგორც იტყვიან, “სოჩიკი” ჩართულია, თუ დარღვევებს არ გამოასწორებს, შეიძლება “დინამოს” ჯარიმები ასი ათასობით ლარზე ავიდეს.

ახლა კი ყველაზე მთავარი: შპს “ბაუ სტარისა” და შპს “გოგი და კომპანიას” ხელმძღვანელებმა, მახლაზ სოლომნიშვილმა და მამუკა შარაშენიძემ, ვისთან კონფლიქტსაც არ ამთავრებს რომან ფიფია, იძულებულნი გახდნენ მიემართათ თბილისის განახლებული გენგეგმის ჯგუფისთვის, რათა გამოეკვლიათ სადავო საკითხი და დაედოთ ფროფესიონალურ დონეზე დაწერილი დასკვნა. როგორც ამ ჯგუფის წევრები, არქიტექტურის დოქტორი პაპუნა ძიძიგური და სპეციალისტი დემურ სვანიძე წერენ, არც მშენებლებს და არც ტერიტორიის მეპატრონეს, სადაც მიმდინარეობს კორპუსის მშენებლობა, არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევიათ კანონმდებლობა: ძველი და განახლებული გენგეგმის თანახმადაც, საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორია (მიქელაძის 9ა) წარმოადგენს საზოგადოებრივ-საქმიან ზონას და არა რეკრეაციულ ზონას, როგორც ფიფია ხატავს თავის გონებაში და ჩივის სასამართლოში.

რამდენიმე ამონარიდი დასკვნიდან:

“კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველი ტერიტორიის ფუნქციური ზონირება დადგენილია და ეყრდნობა 50-იან წლებში დამუშავებულ და 60-იან წლებში რეალიზებულ “დიღმის მასივის” ქალაქგეგმარებით პროექტს. იმ დროს მიღებული ქალაქგეგმარებითი მოთხოვნების შესაბამისად “დიღმის მასივის” პროექტის მიხედვით, განაშენიანება ითვალისწინებს საცხოვრებელი უბნის ყველა შემადგენელს – საცხოვრებელი კვარტლის, რეკრეაციული და საყოფაცხოვრებო მომსახურების ზონისა და ობიექტების, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ჰარმონიულ თანაარსებობას. ამასთან, ტერიტორიაზე საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, თავის მხრივ იყოფა საერთო-საქალაქო (ამჟამად რობაქიძის გამზირი) და ადგილობრივი მნიშვნელობის საზოგადოებრივ ზონებად. ეს უკანასკნელი მთლიანად საზოგადოებრივი ფუნქციებით არის დატვირთული და დღესაც ინარჩუნებს ამ დანიშნულებას… რეალიზებული პროექტით ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში ვერ გამოვლინდა ისეთი ახალი გარემოებები, რომელიც ზონის შეცვლის არგუმენტად გამოდგებოდა”.

როგორც ჩანს, ბატონ რომანს ქართულ ენაზე, პროფესიონალური ტერმინოლოგიით დაწერილი დასკვნა კარგად არ ესმის (ის წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა), ამიტომ ვეცდებით, ეს ყველაფერი ვუთარგმნოთ პოპულარულ ენაზე: ესე იგი, ახალი გენგეგმის ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ამ ეს ტერიტორია არის საზოგადოებრივი მნიშვნელობისა ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ასევე 1960-იანი წლებიდან მოყოლებული და ასეა ახლაც, ახალი გენგეგმის ფარგლებში. ყველაფერი რიგზეაო, მშენებლების მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ აქვსო, ვერც ექნებოდაო, რადგან ასე მოდის ათადან და ბაბადან, ამ ტერიტორიისთვის ფუნქცია არავის შეუცვლია, ხალხი აშენებს, შენ კიდევ რატომ იჭრები კერძო საკუთრებაშიო? გადი, კაცო, სხვისი მიწიდან, შენსაც მიხედე, თორემ დაჯარიმდებიო. ბატონ ფიფიას არ ესმის, ის მაინც ამტკიცებს, 1950 წელს და შემდეგაც ამ ადგილს ზონალური ფუნქცია შეცდომით მიანიჭეს და უნდა შეეცვალოსო. მაშინაც კი, როცა კორპუსის 8 სართული აშენებულია და ხალხს ფული აქვს გადახდილიო. არაო, მე რომ სხვისი ტერიტორია მივიტაცე და შენობა ჩავდგი თავის საკურდღლეებით, ის არაფერი, ის უნდა იყოს, მებოცვრეობის განვითარება უფრო სასარგებლოაო.

აი, ამას რომ ადამიანი ვერ გაიგებს, რაღა უნდა ელაპარაკო, ან როგორ უნდა დაუჯერო, რომ “დინამოსთვის” მომავალში მაინც რამეს გააკეთებს?  უკაცრავად და… რა უნდა გააკეთოს კაცმა, რომელმაც სახელოვან გუნდს “სასწაული” დამართა? ჩვენ არაფერს ვიგონებთ, ფიფიას “მიღწევების” საილუსტრაციოდ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 2015 წლის 5 ნოემბერს გაზეთმა “პრაიმტაიმმა” გამოქვეყნა:

თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელმა გუნდის ბიუჯეტი მილიონამდე დაიყვანადახურა „დინამო 2“, ახლა კი საფეხბურთო სკოლამაისის ბოლოსოფიციალურად შეწყვეტს არსებობასროგორცკლუბში განმარტავენამის მიზეზი თანხების დაზოგვაასინამდვილეში კი მის მფლობელსრომანფიფიასიმაზე გაცილებით დიდი პრობლემები აქვსვიდრე საზოგადოებას წარმოედგინასაფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“, რომ იტყვიანყელამდე ვალებშია ჩაფლული. როგორცპრაიმტაიმმა“ გაარკვიაკლუბს მიმდინარე ვალდებულებებში 31 მილიონ ლარზე მეტი აქვსუფროკონკრეტულად კი კლუბის ანგარიშზე 23 მილიონ 636 ათას 430 ლარი დავალიანება ირიცხებარომელიცროგორც ჩანსსესხის სახით აქვს კლუბს აღებულიეჭვი არსებობსრომ ეს თანხებითბილისის „დინამოს“ მფლობელმა ოფშორული ზონებიდან ისესხა.

თანამშრომელთა მიმართ ვალდებულებები 19 ათას ლარს აღემატებაგადასახადებსა დასოცანარიცხებში კი გუნდს 3 მილიონ 314 ათას 107 ლარი აწერია.

კლუბსგრძელვადიან ვალდებულებებშიერთერთი ბანკის მიმართ 7 მილიონ 670 ათას 19 ლარიაქვს დავალიანება.

საწესდებო კაპიტალში გუნდს 16 მილიონ 464 ათას 710 ლარი აქვს ჩადებულიმთლიანი საკუთარიკაპიტალი და მთლიანი ვალდებულებები კი 32 მილიონ 590 ათას 198 ლარს შეადგენს.

არსებული ვალების ფონზენათელი ხდება კლუბის მფლობელისრომან ფიფიას გადაწყვეტილებებიდინამო 2“-სა და საფეხბურთო სკოლის გაკეთებასთან დაკავშირებითმოარული ხმებითფიფიადინამოს“ გაყიდვასაც აპირებსმიუხედავად იმისარომ ეს ხმები თავად მფლობელმაკატეგორიულად უარყოარსებული ვალების ფონზემისთვის კლუბის ყოლა საკმაოდარარენტაბელურიათუ ამას იმ ფაქტსაც დავუმატებთრომ მარტო გასულ წელსთბილისისდინამომ“ ხელფასებში 12 მილიონი დახარჯახოლო „აზოტისგან“ რვა მილიონი მიიღონათელიგახდებარომ გუნდი წაგებაზეა.

ბატონ რომან ფიფიას “საგმირო საქმეებზე” კიდევ ბევრია სათქმელი და ვიტყვით კიდეც, სანამ ის არ დაადგება სწორ გზას. იმედი არ გვაქვს, მაგრამ მაინც. თუ თვითონ ვერ მიხვდება, რომ დანაშაულს დანაშაულზე სჩადის, სამართალი და კანონი მიახვედრებს.

P.S. 1 ლარად გადაფორმებული ქონება ბატონმა რომან ფიფიამ ორჯერ ჩადო ბანკში და მილიონებიც მიიღო. საქართველოს და ქართველ ხალხს აქედან 1 ლარიც არ მიუღია. ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აშენებს და ქვეყანას ჩუქნის, დღესაც ედავებიან, 1 ლარად მიწას არ მოგცემთ, სულერთია, ძმრად ამოგადენთო. აი, ამათი სამართალი, ადათი და წესი. აქედანაც კარგად ჩანს, როგორ თაღლითურ ჯგუფთან გვაქვს საქმე!

გელა ზედელაშვილი