საზოგადოება

ილია მეორე: ეს 40 წელი იყო უმძიმესი

საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყველა იმ ადამიანს, ვინც მას აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა, მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს მოლოცვები. მე ყველას დიდ მადლობას ვუძღვნი. მინდა ვთქვა, რომ ეს 40 წელი იყო, უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით, ღვთის ლოცვა-კურთხევით და დახმარებით, ჩვენ განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი. მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო. თქვენმა სიყვარულმა ამატანინა მე ეს სიმძიმე. მე მადლობელი ვარ ყველა ადამიანისა, რომელიც ლოცულობს ჩემთვის და ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია“, – ბრძანა ილია მეორემ.

 

წყარო: “კვირა”