ახალი ამბები

ტრისტან მახაური გარდაიცვალა

გარდაიცვალა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტრისტან მახაური. 

ის დაიბადა 1959 წლის 1 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ გომეწარში. 1984 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს მონოგრაფიები და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების კრებულები. 

ცოტა ხნის წინ ქართული მედია იტყობინებოდა, რომ ტრისტან მახაური ცუდად იყო. პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი კი “ფეისბუკზე” წერდა:

“ცნობილი ფოლკლორისტი, ლიტერატორი და შესანიშვანი პიროვნება ბატონი ტრისტან მახაური ძალიან ცუდად ყოფილა. მას ამ ორიოდე წლის წინათ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა კუჭზე, შემდეგ ქიმიებსაც იკეთებდა და თითქოს გამომჯობინდა კიდეც. მაგრამ ვერაგმა დაავადებამ კვლავ თავი იჩინა”.