ბიძინა ივანიშვილი: გუნდის მუშაობას ყოველთვის ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს

ბიძინა ივანიშვილი: გუნდის მუშაობას ყოველთვის ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს იყო პატარა გაუგებრობა, რომელიც მისი პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე გამოსწორდა.
როგორც მან აღნიშნა, ის ყოველთვის ყურადღებით ადევნებდა თვალყურს გუნდის მუშაობას.
“თუ მიაქცევთ ყურადღებას პირველივე განცხადების შემდეგ, როდესაც გუნდის წევრებმა ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულებისას განაცხადეს, ეს ხმაური გუნდში დასრულდა, თუმცა ამას დაპირისპირებას ვერ დავარქმევთ. პატარა გაუგებრობა იყო, რომელიც დღეს ჩემს მოხსენებაშიც აღვნიშნე, არაფერი სერიოზული არ იყო და ჩემი გამოჩენისთანავე ყველაფერი გამოსწორდა.
მე ყურადღებით ვუყურებდი, რა თქმა უნდა, გუნდის მუშაობას, კვირიკაშვილმა ადრეც რამდენჯერმე შემომთავაზა დაბრუნება, თუმცა ახლა ვნახე, რომ შესაბამისი დრო იყო”,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. მისი არჩევა პარტიის მეხუთე ყრილობაზე მოხდა.
პარტიის ლიდერად ბიძინა ივანიშვილის დანიშვნას მხარი თანაგუნდელებმა ერთხმად დაუჭირეს.