ბიძინა ივანიშვილი: დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც ფაქტს „ახალი ამბის“ სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს

ბიძინა ივანიშვილი: დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც ფაქტს „ახალი ამბის“ სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს

„ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც ფაქტს „ახალი ამბის“ სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რიგით მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოში დღეს ადამიანთა ცნობიერებაზე არნახული იერიში მიმდინარეობს.
მისი თქმით, დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც ფაქტს „ახალი ამბის“ სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს.
ამასთან, პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ხელისუფლებამაც სათანადოდ ვერ უპასუხა ამ ნეგატიურ გამოწვევას.
„საქართველოში დღეს მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე. ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც ფაქტს „ახალი ამბის“ სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს.
სამწუხაროდ, ამ ნეგატიურმა ტრენდმა, პრაქტიკულად, საყოველთაო ხასიათი მიიღო და უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამაც სათანადოდ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას.
მეორე პრობლემა, რამაც დღევანდელი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიბიძგა, ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტია. ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი ხელისუფლებასთან არგუმენტირებული მეტოქეობის, გონივრული, უკეთესი ალტერნატივები“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე.